ახალი ამბებისოციალური მედია

ექსკურსიაზე, ტრაგიკულად დაღუპული 16 წლის გოგოს დედა წერილს აქვეყნებს

ლაგოდეხის ნაკრძალში, ექსკურსიისას ტრაგიკულად დაღუპული 16 წლის გოგოს დედა სოციალურ ქსელში ემოციურ წერილს აქვეყნებს:

“პირველად,შენ რაც დაგკარგე დეო,პირველად გავედი სახლიდან ორი დღით. სალომ მთხოვა და უარი ვეღარ ვუთხარი.
პირველად უშენოდ წავედი დედი…ჩამდუღრული და გულჩამწვარი მივდიოდი დეო. უკან სავარძელზე მეგულვებოდი თითქოს,წამოწოლილი,სულ ასე მგზავრობდი შორ გზაზე.მთელი გზა ან გეძინა ან მუსიკას უსმენდი. რომ მოსაღამოვდა ,უნებურად ხელი ტელეფინისკენ წავიღე,სოფის დავურეკო როგორაა სადაათქო…სალოს მანამდე უარს ვეუბნებოდი,სოფის გული დაწყდებოდა,მის გარეშე სადმე რომ წავიდეთქო.
მაპატიე დეო,უშენოდ რომ წავედი ასე შორს და შენ დაგტოვე…
ჩემო პატარავ,ბევრი ვიტირეთ შენმა ორივე დედამ იქ მაღლა,ლამის ცის შესაყართან…სამ ადგილიანი ოთახი იყო დედი და შენ ჩემს გვერდით იწექი…
ფოტო სალოს დაუდია აქ ჩემი და სასწრაფოდ ავიღე. რამეფოტოება დედი. კიდევ უფრო გამიმძაფრდა შენი დაკარგვით გამოწვეული სიმწარე შვილო…
უშენოდ არსად არაფერს ფასი არ აქვს სოფია დეო…”-წერს ლანა ნიკოლეიშვილი.

წყარო

კომენტარები
ტეგები
მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები