ახალი ამბებიპოლიტიკა

ექსკლუზივი: ირაკლი კობახიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის – რა გარანტიები მიიღო მან ივანიშვილისგან?

რა გარანტიები მიიღო და რატომ არ დატოვა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის წევრის მანდატი, თავმჯდომარის პოსტის დატოვების პარალელურად, მაშინ, როცა მისი ხელმოწერით მიღებულ გადაწყვეტილებას, ოკუპანტი სახელმწიფოს დეპუტატს საკანონმდებლო ორგანოში თავმჯდომარის ადგილი დაეკავებინა, ქართულ საზოგადოებაში პროტესტი მოჰყვა, ხოლო რუსთაველზე მიმდინარე მრავალათასიანი აქცია, სადაც ოცნების ხელისუფლების ამ გადაწყვეტლებას აპროტესტებდნენ, სპეცდანიშნულების რაზმის მიერ სასტიკად იქნა დარბეული.
„ნიუპოსტის“ ექსკლუზიური ინფორმაციით, კობახიძემ პარლამენტის თავმჯდომარის პოსტის დატოვების სანაცვლოდ, გარანტიები მიიღო, რომ ის მანამდე დარჩება საკანონმდებლო ორგანოს წევრად, ვიდრე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ არ გაამწესებენ.

წყაროს ცნობით, კობახიძემ ეს გარანტია უშუალოდ ბიძინა ივანიშვილისგან მიიღო.

წყარო

მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები