ახალი ამბები

“ექიმები 2018”

მედიკოსთა ეროვნული დაჯილდოების ცერემონიალი  “ექიმები 2018″

26 იანვარს, 13:00 საათზე, თბილისი არტ ჰოლში (ცოტნე დადიანის 26) გაიმართება მედიკოსთა დაჯილდოების ცერემონიალი „ექიმები 2018“

ღონისძიებაზე წარმოდგენილნი არიან სხვადასხვა კლინიკის და პროფილის  პროფესიონალი და წარმატებული ექიმები! პროექტში მონაწილე ექიმები შერჩეულები არიან კლინიკის ადმინისტრაციის და კოლეგების ერთობლივი გადაწყვეტილების შედეგად მიღებული რეკომენდაციით.   ექიმები  2018″- დაჯილდოების ცერემონიალის წამყვანია ზაზა ალექსიძე

მედიკოსთა ეროვნული დაჯილდოების ცერემონიალის   “ექიმები 2018″-ის 

გენერალური სპონსორია

კლინიკა სამგორი მედი  

„წლის კლინიკა 2018 „

 სამკურნალო დიაგნოსტიკური  ცენტრი სამგორი მედი წარმოადგენს გამართულ მრავალპროფილურ  კლინიკას ამბულატორიული და სტაციონარული მომსახურებითფუნქციონირებს თერაპიაკარდიოლოგიის, რეანიმაციის, ქირურგიის განყოფილებებილაბორატორია  დღე-ღამის განმავლობაში . ტარდება მაღალტექნოლოგიური კვლევებიკორონაროგრაფია სტენტირებაკომპიუტერული ტომოგრაფია.

კლინიკა  სამგორი მედის დამფუძნებლის და ხელმძღვანელის, მეან-გინეკოლოგის  ია ქაშაკაშვილის  მუშაობის ძირითადი ფუნდამენტია: მუდმივი სიახლეების დანერგვა  მკურნალობის მეთოდიკაში, კლინიკის უახლესი სამედიცინო აპარატურებით აღჭურვა, ზრდა-განვითარება  ყოველ წელს, კვალიფიციურ და პროფესიონალ ექიმთა გუნდური მუშაობის პრინციპი,  კლინიკის წამყვანი სპეციალისტების ჩართულობა   სხვადასხვა კლინიკურ კვლევებში, როგორც ადგილობრივ ასევე  საერთაშორისო კონფერენციებსა  და კონგრესებში.  ეს ყველაფერი განაპირობებს იმ ნდობისა და რეპუტაციის მოპოვებას, რომელიც სამგორი მედიმ მოახერხა  პაციენტებსა თუ სამედიცინო საზოგადოებაში.

სამგორი მედის ადმინისტრაციამ  სამგორი მედის  კლინიკური მენეჯერიკარდიოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი  გელა აბჟანდაძე და წლების გამოცდილების მქონე საუკეთესო რენდგენოლოგი მილა ფიოდოროვნა ურიუკინა მედიკოსთა ეროვნული დაჯილდოების ცერემონიალზე  „ექიმები 2018“  წარადგინა .

ღონისძიების პარალელურად გაიმართება
სამხატვრო სტუდია „არტ თაობის „ ხელმძღვანელის, გადაცემა „კონსტრუქციის“ წამყვანის, მხატვრის, მაია კაკაბაძის ნამუშევრების გამოფენა.

პროექტის ხელმძღვანელი: მარიამ გოგრიჭიანი, ექიმი ტრავმატოლოგ-ორთოპედი, გადაცემა ჩემი ექიმის წამყვანი

ღონისძიების საინფორმაციო მხარდამჭერები :

გადაცემა “ჩემი ექიმი”   TV4 

რადიო საქართველოს ხმა FM 107.9 https://www.vog.ge/

საინფორმაციო სააგენტო gmtv   http://www.gmtv.ge/ 

მედია პორტალი ჯეო დაიჯესტი   http://geodigest.ge/

მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები