ახალი ამბები

ექიმები 2018

მედიკოსთა ეროვნული დაჯილდოების ცერემონიალი  “ექიმები 2018″

პროექტის ხელმძღვანელი: მარიამ გოგრიჭიანი, ექიმი ტრავმატოლოგ-ორთოპედი, გადაცემა “ჩემი ექიმის”  წამყვანი

-ქ-ნო მარიამ , მრავალი ექიმი მოუთმენლად ელოდება მედიკოსთა  ეროვნული დაჯილდოების ცერემონიას, კიდევ ერთხელ შევახსენოთ მათ, როდის და სად გაიმართება “ექიმები 2018”

-ღონისძიება 26 იანვარს, 13:00 საათზე, თბილისი არტ ჰოლში (ცოტნე დადიანის 26)  გაიმართება 

-რა არის საჭირო იმისათვის, რომ ექიმი მოხვდეს ამ პროექტში და გახდეს მონაწილე?

-ღონისძიებაზე წარმოდგენილნი არიან სხვადასხვა კლინიკის და პროფილის  პროფესიონალი, წარმატებული ექიმები.  პროექტში მონაწილე ექიმები შერჩეულები არიან კლინიკის ადმინისტრაციის და კოლეგების ერთობლივი გადაწყვეტილების შედეგად მიღებული რეკომენდაციით.

-საინტერესოა, რამდენი ექიმი იღებს მონაწილეობას?

-უკვე 300 ზე მეტი წარმატებული ექიმია წარმოდგენილი, მოთხოვნა ნამდვილად დიდი იყო, მადლობას ვუხდი ჩემს ბორდს, რომლებმაც ნამდვილად ღირსეული ექიმები შეარჩიეს.

-ვინ არიან ბორდის წევრები? 

-ბორდში გაერთიანებულია 30 ადამიანი. პროექტის საბჭო მაღალი თამასის ადამიანებისგან შედგება,არიან მთავრობის წარმომადგენლები, საზოგადო მოღვაწეები, ჯანდაცვის წარმომადგენლდები, და რა თქმა უნდა ჟურნალისტები. საზოგადოება არის ძალიან აქტიური, მათი რეკომენდაციებითაც შემოდის უამრავ ექიმზე სარეკომენდაციო წერილები.

-რამდენი ექიმი დაჯილდოვდება სხვადასხვა სახის ნომინაციებით?

– პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ ამ პროექტში მონაწილეობა უკვე გამარჯვებაა, არანაირი კონკურსი.  გაიცემა სხვადასხვა ნომინაციები 40 -მდე მედიკოსზე, თუმცა მათი ვინაობა ჯერ კიდევ არ არის ცნობილი, ჯერ კიდევ მიმდინარეობს მსჯელობა. ერთადერთი რაც ვიცით, დიდი ხანია სურვილი გვქონდა ნომინაცია “ემიგრანტი ექიმი 2018” გადაგვეცა  ყველაზე ღირსეული და  წარმატებული ექიმისთვის. მადლობას გიხდით თქვენ, რადგან სწორედ თქვენი გადაცემის (“პაციენტის დრო” ) საშუალებით აღმოვაჩინეთ  ეს მარგალიტი-ზურაბ გურული. ზურაბ გურული – აშშ-ის მონტგომერის სახელობის ფედერალური კლინიკის ანესთეზიისა და ქირურგიის დეპარტამენტების დირექტორი, ასევე მისისიპის უნივერსიტეტის კლინიკური ანესთეზიოლოგიის პროფესორია. დანარჩენს 26 იანვარს ვნახავთ.  დაჯილდოების ცერემონიალის პარალელურად გაიმართება   „არტ თაობის „ ხელმძღვანელის, გადაცემა „კონსტრუქციის“ წამყვანის, მხატვრის, მაია კაკაბაძის ნამუშევრების გამოფენა, რაც ერთგვარ სიამოვნებას მიანიჭებს ექიმებს . მადლობა მას! აქვე მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენი პროექტის  საინფორმაციო მხარდამჭერებს გადაცემა “ჩემი ექიმი”   TV4 -ს, რომლის წამყვანიც მე ვარ,   თქვენს გადაცემას და რადიო საქართველოს ხმას FM 107.9,  საინფორმაციო სააგენტო gmtv,  მედია პორტალი ჯეო დაიჯესტი, 

-როგორც ვიცი “ექიმები 2018”  სოციალური პროექტია..

-დიახ,  ძველ სენაკში, მე -12 საუკუნის წმ. გიორგის ტაძრის რესტავრაციას ეყრება საფუძველი და ჩვენც  პროექტში შემოსული მედიკოსების მიერ  საწევრო გადასახადების საშუალებით მცირედიც მაინც დავეხმარებით. მოხარული ვიქნები,  თუკი  მედიკოსებთან  ერთად წვლილს შევიტანთ ქვეყნის ამ სასიკეთო საქმეში.

ესაუბრა მაია ცომაია

მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები