ახალი ამბებიექსკლუზივიკულტურა

ეპიდემია და ადამიანის უფლებები

და მილიარდობით ვირუსის არეალში, რა არის გამოსავალი - ბუნკერებში გამოკეტვა?!

და მილიარდობით ვირუსის არეალში, რა არის გამოსავალი – ბუნკერებში გამოკეტვა?!

 

 

მაია ცომაიას ბლოგი

საკუთარი ფერებითა და ხელწერით გამორჩეულ მხატვარ სოფო ვარაზს, რაც თავი ახსოვს სულ ხატავს. აქამომდეც მკაცრი კარანტინისა და კომენდანტის საათის პირობებში ხატავდა, თუმცა მასალებს, საკვების მსგავსად, შეძენა და მომარაგება სჭირდება. მომარაგებას და შეძენას კი შემოსავალი, რომლის გარეშეც დარჩა მოსახლეობის დიდი ნაწილი. ქვეყანაში სასიცოცხლოდ აუცილებელი ობიქტების სიაში ვერ მოხვდა სამხატვრო მასალების მაღაზიები. და არაერთი მხატვარი სამართლიან უკმაყოფილებას გამოთქვამს შექმნილი დეფიციტის გამო. ხელოვანებს, საკვებზე მეტად სახელოვნებო პროდუქტი ესაჭიროებათ, რომლის შეძენის არც საშუალება და აღარც ალტერნატივა აქვთ! 

სოფო ვარაზი:

-აი, რა ხდება, როდესაც ეპიდემიოლოგ-ინფექციონისტებს გადააბარებ ქვეყნის მართვის სადავეებს. ასე იცის ერთი ვიწრო პროფესიული ჯგუფის ჰეგემონიამ. ჯერ სად ვართ?!. დაგვენგრა ვხოვრება და ვიფიქროთ ახლა აუსრულებელ გეგმებზე. მალე კამერებში გამოგვკეტავენ და კოვიდიანი პაციენტების გეტოებს შექმნიან. ისხედით ახლა სახლებში, ისუნთქეთ ვირუსებით გაჯერებული ჰაერი და რაც მთავარია დისტანცია დაიცავით. მორალის კითხვა არავინ დამიწყოს, საშინელ ხასიათზე ვარ და საკუთარ თავზე პასუხს არ ვაგებ, ვერც ცენზურას დავიცავ.

-ექიმები მოქმედებენ ისე, როგორც იციან და რაც ასწავლეს, გამომდინარე საკუთარი ვიწრო პროფესიული ხედვიდან და ეს გასაგებია. საქმეც ისაა, რომ უამრავი დარგის პროფი უნდა იყოს ჩართული, რომლების მოქმედებისა და ცოდნის დიაპაზონიც ბევრად ფართო და მრავალწახნაგოვანია, ვიდრე მხოლოდ ეპიდემიოლოგიური კუთხით დანახული, რადგან სადღაც ექიმების კომპეტენცია/უფლებები მთავრდება და იწყება ადამიანის უფლებები, რომლებიც უნდა შეზღუდო ეპიდემიის დროს (ეს თუ ეპიდემიაა), მაგრამ გააზრებულად და ფრთხილად, და არა ბრიყვულად. ამ დროს სამ კაცს მისცეს გაუგონარი ძალაუფლება და ახლა ობსესიური აშლილობით დამძიმებული ყველა მედიკოსი, რომელსაც ბაცილების გაგონებაზე ნერვული შეტევა ემართებათ, სუპერჰიგიენის მომხრენი არიან ყველგან, ყოველთვის და ყველასთვის (ვინაიდან ასე ასწავლეს ინსტიტუტში) თავს გვახვევენ საკუთარ მსოფლმხევდელობასა და ცხოვრების წესს. უბრალოდ წარმოუდგენელია, ზედმიწევნით დაიცვა ეს წესები და მუდმივად ამ რეჟიმში იცხოვრო… თუმცა, არც მოეთხოვება ეს საზოგადოებას.

-მე თვითონ ექიმების ოჯახიდან ვარ და ვიცი ეს ფსიქოტიპი. ბავშვობიდან მესმოდა “ვაიმეე სტაფილოკოკი”, ვაიმეეე “ექონოკოკი”, “ამას ხელი არ მოკიდო”, “ქუჩაში ძაღლს არ მეოფეროოო” და სხვა. ამიტომ, არ უნდა მისცე უსაზღვრო ძალაუფლება არავის, არც ექიმს, არც ჯარისკაცს, და არც ჭურჭლის მრეცხავს, თორემ ყველა შეეცდება, საკუთარ რელსებზე გადაგიყვანოს და საკუთარი წესების დაცვით გაცხოვროს. სამყარო ბევრად უფრო რთული და მრავალფეროვანია, ვიდრე მათ ამის წარმოჩენა სურთ. და მილიარდობით ვირუსის არეალში, რა არის გამოსავალი – ბუნკერებში გამოკეტვა?!

კომენტარები
ტეგები
მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები