ახალი ამბებისპორტი

”ემპოლი” უმწვრთნელოდ დარჩა

”ემპოლის” ხელმძღვანელობამ მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან კრისტიან ბუკი დაითხოვა. ამ ინფორმაციას იტალიური კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს.

”ემპოლის” მესვეურებმა აღნიშნული გადაწყვეტილება იტალიის სერია-B-ს მე-12 ტურში ”პესკარასთან”(1:2) განცდილი მარცხის შემდეგ მიიღეს. მთავარი მწვრთნელის მოვალეობას დროებით დროებით ახალგაზრდული გუნდის თავკაცი ანტონიო ბუსკე შეასრულებს.

”ემპოლის” 17 ქულა აქვს და სერია-B-ს სატურნირო ცხრილში მე-10 ადგილი უკავია.

ავტორი: ედუარდ მელოიანი

კომენტარები
მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები