ახალი ამბებისამართალი

ელისო კილაძე მთავარ პროკურატურაში გამოკითხვაზეა დაბარებული

გაზეთ „ქრონიკა+“-ის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე მთავარ პროკურატურაში გამოკითხვაზეა დაბარებული. კილაძის თქმით, საგამოძიებო უწყებაში მისი დაბარება სტრასბურგში ჩაშლილ შეხვედრებს უკავშირდება. „ქრონიკა+“-ის რედაქტორი ევროპაში გამგზავრებას მალხაზ მაჩალიკაშვილთან და ზაზა სარალიძესთან ერთად 5 აგვისტოს გეგმავდა.

„ვარ დაბარებული გამოკითხვაზე და უნდა მივიტანო ის მასალებიც, რომელიც გაგზავნილი მაქვს როგორც გერმანიაში, ასევე აშშ-ში. გამოძიებამ, თუ ის ობიექტურად ჩატარდება, უნდა გასცეს მთავარ კითხვაზე პასუხი, რატომ გადაწყვიტა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საკუთარი მოქალაქეების ტერორიზმის ბრალდებით უცხო ქვეყანაში დაკავება“,-განაცხადა ელისო კილაძემ.

წყარო

კომენტარები
ტეგები
მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები