მარიეტა საყვარელიძე

ელისაშვილი უწოდებს თავს მესამე ძალას…ესეც ხელოვნურად შემოაგდეს

რას ნიშნავს პირველი, მეორე და მესამე…
არც ერთი სახელმწიფოებრივი და კონსტრუქციული .ე.წ ძალა არაა ამ ქვეყანაში!!! 
ყველა დესტრუქციული, დამანგრეველია! ის, რაც ხელოვნურია, ყალბია, ყოველთვის აფერხებს განვითარებას!
არჩევანის საშუალება დიდი ხანია მოუსპეს ამ ქვეყანას!
ოპოზიცია , ნამდვილად ხალხისგან შემდგარი—ნიშნავს ბუნებრივ სისტემურ ცვლილებებსა და მოთხოვნებს!!! და არა–თანამდებობებზე ჩაბღაუჭებას!!!
ოპოზიცია არის ის, ვინც ამ ყინვაში დგას კანცელარიასთან და კონკრეტულ მოთხოვნებს უყენებს მოქმედ ხელისუფლებას!
…საბანკო დიქტატურისა და გამოსახლების მორატორიუმის შესახებ საპროტესტო აქციას ვგულისხმობ! ოპოზიციური მოთხოვნები ამას ჰქვია! ესაა აბსოლუტურდ ლეგიტიმური მოთხოვნები!
აბა, ჩვენს ზურგზე გაზულუქებული მილიონერები არიან ოპოზიცია?!..
ერთი სიტყვა არ დასცდენია არც ერთ მხარეს ხალხის პრობლემებზე!
ხალხი , სამწუხაროდ, ხალხს გვერდით არასოდეს უდგება!
ეს ასუსტებს ქვეყანას სწორედ!
ხალხს სანახაობით დადგმულ სპექტაკლებში უფრო უყვარს მონაწილეობის მიღება!
ვისწავლოთ ევროპისაგან!
სოციალურმა მოთხოვნებმა წალეკა პარიზი!!!
ჩვენ მუდმივად ვყლაპავთ არაკონსტიტუციურ დარტყმებს!

სოლიდარობა კანცელარიასთან გამართულ საპროტესტო აქციას!!!!

ტეგები
მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები