ახალი ამბებისამართალი

ეკა ბესელიამ სასამართლო სისტემის სტრატეგიის 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმის ერთი წლის პროგრესის ანგარიშის პრეზენტაციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია სასამართლო სისტემის სტრატეგიის 2017-2018 წლების სამოქმედოგეგმის ერთი წლის პროგრესის ანგარიშის პრეზენტაციას დაესწრო და ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ სასამართლო სისტემაში მიმდინარე რეფორმის მნიშვნელობაზე ისაუბრა, რაც მისივე თქმით,კიდევ უფრო გაზრდის სისტემის დამოუკიდებლობას, ხარისხს და ეფექტიანობას.

ღონისძიება საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ნინო გვენეტაძემ და იუსტიციისუმაღლესი საბჭოს მდივანმა, გიორგი მიქაუტაძემგახსნეს.

პრეზენტაციის ფარგლებში გაიმართა რამდენიმე სესია შემდეგ საკითხებზე: სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის და მიუკერძოებლობისუზრუნველყოფა, ანგარიშვალდებული მართლმსაჯულება, სასამართლო სისტემის ხარისხის და ეფექტიანობის უზრუნველყოფა დამართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო, ასევე, ევროკავშირის სასამართლოს მხარდაჭერის პროექტის ხელმძღვანელმა, რენატე ვინტერმა.

ღონისძიება ორგანიზებული იყო ევროკავშირის და ევროსაბჭოს სასამართლო მხარდაჭერის პროექტის, ასევე ევროპულ სტანდარტებთანსამხრეთ კავკასიის სამართლებრივი დაახლოების პროგრამის GIZ-ის ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერით.

წყარო

ტეგები
მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები