ახალი ამბებიპოლიტიკა

„Edison-ი მოიკითხეთ, რომელმაც ორჯერ დადო გაყალბებული კვლევის შედეგები“

„ჩვენ ვნახეთ Edison-ის კვლევის შედეგები პირველ ტურში, რომელიც აცდა არჩევნების შედეგებს,“- ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავჯდომარე Edison Research-ის კვლევის შედეგებს, რომლის მიხედვით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ გრიგოლ ვაშაძე ლიდერობს.

„რუსთავი 2“-ის დაკვეთით ჩატარებული კვლევის შედეგებმა მმართველი გუნდის გაღიზიანება გამოიწვია. „ქართული ოცნება“ გავლენიანი ამერიკული ორგანიზაციის მიერ წარდგენილ მონაცემებს უნდობლობას უცხადებს.

ირაკლი კობახიძე ასევე გააღიზიანა „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტის მიერ დასმულა შეკითხვამ, რომელიც „ფსიქოპროექტის“ მიერ ჩატარებული ეგიზტპოლებს უკავშირდებოდა.

„ლოგიკური კითხვაა? ეს რამეში ჯდება, რასაც თქვენი კოლეგა აკეთებს? ეს არის „ნაცმოძრაობის“ სახე, 2-ჯერ ჩაატარა Edidson-მა კვლევა და ორჯერვე აცდა შედეგებს… Edison-ი მოიკითხეთ, რომელმაც ორჯერ დადო გაყალბებული კვლევის შედეგები,“- განაცხადა კობახიძემ.

Edison Research-ის კვლევის შედეგებს ჯანდაცვის მინისტრი გამოეხმაურა. დავით სერგეენკოს თქმით, მაღალი სანდოობა მხოლოდ არჩევნების შედეგებს აქვს.

წყარო: რუსთავი 2

ტეგები
მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები