ახალი ამბებისაზოგადოება

ძლიერი წვიმის შედეგად წყნეთის ქუჩაზე მიწა ჩავარდა და ავტომობილი ჩაიყოლა

უხვი ნალექის გამო დედაქალაქში რამდენიმე გზის მონაკვეთი დაზიანდა. ასფალტის საფარი ჩავარდა ვაკე-საბურთალოს გზაზე, ვაკის გამგეობასთან. გზის საფარი დაზიანდა მელიქიშვილის გამზირზეც.

ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა წყნეთის ქუჩაზე. მე-15 და მე-16 კორპუსებს შორის მიწა ჩავარდა და ავტომობილი ჩაიყოლა. დაზიანდა გაზის მილი. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

წყარო

ტეგები
მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები