ახალი ამბებივიდეოსაზოგადოება

“ძლიერი ტკივილები დამეწყო და უცებ გამოვიდა ბავშვიც” – რუსთავში ქალმა სამშობიაროში მისვლამდე იმშობიარა (ვიდეო)

რუსთავში XVII მიკრორაიონში 29 წლის ქალმა სამშობიაროში მიყვანამდე იმშობიარა.

სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი აღნიშნულ მისამართზე გამოძახებიდან 5 წუთში მივიდა თუმცა ქალს მშობიარობა უკვე დაწყებული ჰქონდა. ექიმები ქალის სამშობიაროში გადაყვანას ვეღარ ასწრებდნენ ამიტომ ქალი საკუთარ ბინაში ამშობიარეს.

“ვერ მოვასწარით სამშობიაროში მისვლა და გამოვიძახეთ სასწრაფო. მეუღლეს ექიმების დახმარებით სახლში მოუწია მშობიარობა. ამჟამად მუღლეც და ბავშვიც კარგად არიან. მადლობელი ვარ ჩვენი ექიმების და კლინიკა რუსთავის”, – განაცხადა “ინფო რუსთავთან” საუბრისას ქალის მეუღლემ.

წყარო

მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები