ახალი ამბებიმსოფლიო

დონალდ ტრამპი დღეს ვლადიმერ პუტინს შეხვდება

აშშ-ს პრეზიდენტი დღეს ჰელსინკიში რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს შეხვდება. როგორც BBC წერს, ტრამპმა განაცხადა, რომ მას „არ აქვს დიდი მოლოდინი“ შეხვედრის ირგვლივ, თუმცა იმედს იტოვებს, რომ რაიმე დადებითზე შეთანხმება შედგება.

შეხვედრა ორ ლიდერს შორის პირისპირ გაიმართება და მას ლიდერების გარდა მხოლოდ მთარგმნელები დაესწრებიან. ეს პუტინსა და ტრამპს შორის პირველი შეხვედრა პირისპირ.

აღსანიშნავია, რომ შეხვედრამდე რამდენიმე დღით ადრე, აშშ-ში 12 რუსი ჯაშუში დააკავეს, რომლებსაც ბრალი ედებათ არჩევნებზე გავლენის მოხდენაში.

წყარო

ტეგები
მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები