ახალი ამბებიმსოფლიო

დონალდ ტრამპი არ გამორიცხავს, რომ ვაშინგტონმა ვენესუელაში სამხედრო ძალის გამოყენების შესაძლებლობა განიხილოს

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი არ გამორიცხავს, რომ ვაშინგტონმა ვენესუელაში სამხედრო ძალის გამოყენების შესაძლებლობა განიხილოს. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა ტელეარხ CBS-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რა შემთხვევაში გამოიყენებდა ის სამხედრო ძალას ვენესუელაში, დონალდ ტრამპმა ასე უპასუხა: „არ მსურს ამაზე საუბარი. თუმცა, სამხედრო ძალის გამოყენება ერთ-ერთ შესაძლებლობად რჩება“.

აშშ-ს პრეზიდენტს ასევე დაუსვეს კითხვა გეგმავს თუ არა კონსულტაციების გამართვას ნიკოლას მადუროსთან.

„მადურომ მოითხოვა ჩემთან შეხვედრა, მაგრამ მას უარი განვუცხადე, ვინაიდან სიტუაცია უკვე ძალიან შორს წავიდა“, – დასძინა დონალდ ტრამპმა.

წყარო

ტეგები
მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები