ახალი ამბებისპორტი

”დინამომ” რუსთავში იმარჯვა და ლიდერობა შეინარჩუნა

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 34-ე ტურში თბილისის ”დინამომ” სტუმრად ”რუსთავს”- 2:0 სძლია და ლიდერობა შეინარჩუნა.

დედაქალაქელთა რიგებში შედეგიანი დარტყმები ნოდარ ქავთარაძემ და მიხაილო შიშკამ შეასრულეს. თბილისელები გათამაშების ცხრილს 69 ქულით ლიდერობენ და უახლოეს მდევარ ბათუმის ”დინამოს” ორი ქულით უსწრებენ.

ქვეყნის მოქმედმა ჩემპიონმა ”საბურთალომ” თბილისურ დერბიში უდავო აუტსაიდერი ”ვიტ ჯორჯი”- 3:1დაამარცხა. გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდის შემადგენლობაში გიორგი გაბედავამ დუბლი გაიფორმა, ხოლო ერთი ბურთი გიორგი კოხრეიძემ გაიტანა. სტუმართაგან თავი ზურაბ მუსელიანმა გამოიჩინა. ამ უკანასკნელმა 84-ე წუთზე პენალტით იხეირა.

”საბურთალოს” 64 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-3 პოზიციას იკავებს.

ავტორი: ედუარდ მელოიანი

კომენტარები
მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები