ახალი ამბებისპორტი

”დინამო” ”ფერენცვაროშს” დანაკლისით ხვდება

9 ნოემბერს თბილისის ”დინამოს” წყალბურთელთა გუნდი ჩემპიონთა ლიგის მე-4 ტურში ტურნირის მოქმედ ჩემპიონ ”ფერენცვაროშს” უმასპინძლებს.

”ოლიმპიკის” აუზში დაგეგმილი დაპირისპირება 18:30 საათზე დაიწყება და პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგთავაზებთ. რეზო ჩომახიძის კლუბი მოახლოებულ შეხვედრას დანაკლისით ხვდება. ”დინამოს” ტრავმების გამო იტალიელი ფაბიო ბარალდი და ასევე ბექა ქავთარაძე ვერ დაეხმარებიან.

„ხვალ კიდევ ერთი რთული გამოცდის ჩაბარება მოუწევს ჩვენს გუნდს. „ფერენცვაროში“ ტურნირის მოქმედი ჩემპიონია და შეიძლება ითქვას, მსოფლიოში უძლიერესი გუნდიც. ჩვენი საკუთარი გეგმა გვაქვს ამ თამაშზე და ვეცდებით, მივყვეთ მას. ეს იქნება კარგი შესაძლებლობა, რომ გამოვცადოთ თავი უძლიერეს მეტოქესთან“,- ასეთი კომენტარი გააკეთა მატჩის წინ ”დინამოს” თავკაცმა.

დინამოელებმა ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებული სამივე მატჩი დათმეს, ხოლო ტიტულოვან უნგრულ გუნდს სამივე მატჩი მოგებული აქვს.

ავტორი: ედუარდ მელოიანი

კომენტარები
მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები