ახალი ამბებისამართალი

დიდი ოდენობით სახელმწიფოს ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე საგამოძიებო სამსახურმა 12 პირი პასუხისგებაში მისცა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ – სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადების და მათი გამოყენებით სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, 12 პირი პასუხისგებაში მისცეს.

ინფორმაციას საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ 2016-2017 წლების განმავლობაში, ბრალდებულებმა, დაამზადეს უძრავი ქონების ადგილზე დათვალიერების ყალბი ოქმები და შემდგომ, მათი გამოყენებით თაღლითურად მოახდინეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების მისაკუთრება.

ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, ბრალდებულები, მოტყუებით დაეუფლნენ მცხეთის რაიონის სოფელ საგურამოში არსებულ, საერთო ჯამში, 11 600 მ2 მიწის ფართობს, რომლის საბაზრო ღირებულება 260 000 ლარს აღემატება.

გამოძიების პროცესში მოხდა თაღლითურად დაუფლებული მიწის ნაკვეთების დაყადაღება. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები მიწის ფართობის სახელმწიფო საკუთრებაში დაბრუნების მიზნით.

საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მეორე ნაწილით და 180-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 6-დან 9 წლამდე“, – წერია სამსახურის განცხადებაში.

წყარო

ტეგები
მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები