ახალი ამბებიმედიცინა

დიდი აჟიოტაჟი ცხელების ცენტრებზე

37.5 გრადუსი ტემპერატურიან მგზავრებს "ცხელების ცენტრებში" გადაიყვანენ

 

მაია ცომაიას ბლოგი

მოგეხსენებათ კორონავირუსის გამო ხალხის მღელვარება პიკს აღწევს. დღეს უკვე ყველას აშინებს ისეთი სიმპტომები, რომელიც წელიწადში ერთხელ მაინც იჩენს თავს -მსუბუქი ხველა, ტემპერატურა, თავის ტკივილი და სხვა, ანუ სეზონური გრიპის ვირუსები, რომელიც ხშირ შემთხვევაში მსუბუქად მიმდინარეობს, თუმცა შეიძლება კორონავირუსული ინფექცია გრიპის კლინიკური სურათის ქვეშ დაიმალოს, ამიტომ ამოქმედდა  “ცხელების ცენტრები” , რათა  უკეთ შეძლონ ინფექციის შიდა გავრცელების თავიდან აცილება.

ე.წ. ცხელების ცენტრებზე დიდი აჟიოტაჟია შექმნილი, თუმცა ყველაფერი ჩვენივე საკეთიდღეოდ, რათა სწორად იქნეს გადარჩევა, ეწ. ტრიაჟი და დადგინდეს რითია გამოწვეული ცხელება ანუ სიცხე!

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, მოქალაქეებს, ვისაც საავტომობილო გზებზე ამოწმებენ, იმ შემთხვევაში თუ დაუფიქსირდებათ სტანდატულად მიღებული, 37.5 გრადუსი ტემპერატურა, შესაბამის ე.წ. “ცხელების ცენტრებში” გადაიყვანენ.

პაატა იმნაძის თქმით, ე.წ. ცხელების ცენტრებმა დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, მათ შორის, ექიმებშიც. იმნაძე მოუწოდებს კოლეგებს, გამოიჩინონ მაღალი პროფესიონალიზმი

ტემპერატურის სტანდარტი არის 37.5 გრადუსი, ეს ეხება ყველას, აეროპორტშიც იგივე ტემპერატურა იყო, ავტობანზეც იგივეა, ანუ სტანდარტი არის ერთი. ეს უკვე არის საყურადღებო ტემპერატურა, რომლის შემთხვევაშიც საჭიროა დაკვირვება. კარანტინის რეჟიმი ეს არის, როდესაც მოძრაობაა ქვეყნის ქალაქებს შორის, ქვეყნის დასახლებულ პუნქტებს შორის, კონტროლდება სამედიცინო მიზნებისათვის, მათ შორის ტემპერატურის გაზომვით. მათ, ვისაც აღენიშნებათ ტემპერატურა, გადაიყვანენ შესაბამისად მოწყობილ „ცხელების ცენტრებში“, იმისათვის, რომ გაარკვიონ ექიმებმა სიცხის გამომწვევი მიზეზები-აღნიშნა პაატა იმნაძემ

 

კომენტარები
ტეგები
მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები