ახალი ამბებისაზოგადოება

დავეხმაროთ პატარა გიორგის ლეიკემიის დამარცხებაში

✅ პირველ რიგში დიდი მადლობა მინდა გადავუხადო პატარა გიოს ერთგულ გულშემატკივრებს ბავშვის ჯანმრთელიბის გაუმჯობესებაში შეტანილი უდიდესი წვლილისთვის. თქვენ ყველაფერი იღონეთ რაც შეგეძლოთ. ეს არ იყო მცირე თანხები, მაგრამ რას იზამ მკურნალობაა აქ ძალიან ძვირი. აქედან გამომდინარე პრობლემები არ გველევა.

✅ კლინიკასთან მიღწეული შეთანხმების მიხედვით მეორე ტრანშის შესავსებად გვაკლია 6 ათასი ევრო. კარს მოგვადგა მესამე ტრანშის ვალდებულებებიც 10 ათასი ევროს ოდენობით.

✅ ამას თან დაემატა ბავშვის ჯანმრთელობის პრობლემები, რაც არაა გამორიცხული ფინანსური პრობლემების გამო მკურნალობის გრაფიკის დარღვევით იყოს გამოწვეული. ქიმიის მეორე გადასხმის შემდგომ ნელა მიდის რეაბილიტაციის პროცესი, ანალიზების პარამეტრები არ იძლევა შემდგომი გადასხმების გაგრძელების საშუალებას. შედეგად ამისა უსაშველოდ იწელება დრო, იზრდება ხარჯები.

✅ ასეთ გამოუვალ სიტუაციაში მყოფებმა დასახმარებლად მივმართეთ სოლიდურ ორგანიზაციებსაც, რომელთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ სრული იგნორი გაგვიკეთა, ვინც გვიპასუხა, პასუხი ისეთი ცინიკური და ანტიჰუმანური იყო, ძალიან ვინანე, ნეტავ სულ არ მიმემართა მეთქი. ასეთ პირობებში რა გავაკეთო უკვე არ ვიცი.
ის კი ვიცი, რომ ასე ცხოვრების გაგრძელების არანაირი რესურსი არ დამრჩა.

✅ კიდევ ერთხელ დიდი მადლობა თქვენ კეთილო ადამიანებო აქამდე რომ მოგვიყვანეთ. აწი უფალი თუ ინებებს რაღაც სასწაული მოხდება და საშველი გამოჩნდება, თუ არადა რა ვქნათ, დავემორჩილებით ჩვენს ბედს… სხვა რა გზაა.

რეკვიზიტები #პატარაგიორგისთვის
🔹 თიბისი ბანკი
#GE40TB7753145063600028 ₾/$/€
🔸 საქართველოს ბანკი
#GE88BG0000000677499800 ₾/$/€
🔹🔸 გადახდის აპარატებიდან ჩასარიცხად
პ/ნ 01013012495 19.10.1981
მიმღები: სოფიო კოხტაშვილი (დედა)

საქველმოქმედო ზარის ღირებულებაა 1 ლარი.
📱0901701518 – მაგთიდან და ბილაინიდან.

🔻უცხოეთიდან შესაძლებელია სწრაფი გზავნილი
საქართველო, თბილისი – Sopio Kokhtashvili

🔻უცხოეთიდან ჩასარიცხად გადადით ბმულზე

(Fundraiser)
https://www.facebook.com/donate/553105558805850/?fundraiser_source=external_url

(Gofundme)
https://www.gofundme.com/f/lets-help-giorgi-sokhadze-who-is-il-with-leukemia?utm_source=customer&utm_medium=copy_link&utm_campaign=p_cp+share-sheet

კომენტარები
ტეგები
მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები