ახალი ამბები

დაპირისპირება პანკისში მოსახლეობასა და პოლიციას შორის

დღეს, 21 აპრილს პანკისის ხეობაში მოსახლეობა მდინარე ალაზანზე მცირე ჰესის “ხადორი 3”-ის სამშენებლო სამუშაოების განახლებას აპროტესტებდა. აქციას მოსახლეობასა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოჰყვა. სპეცრაზმმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. დაშავებულია რამდენიმე მოქალაქე.
ადგილზე ჩავიდა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, კახაბერ საბანაძე, რომელმაც მოსახლეობას განუცხადა, რომ ჰესის მშენებლობა შეჩერდება და მოლაპარაკება შესთავაზა.
„სამუშაოები შევაჩერეთ, დავჯდეთ და მოვიპალარაკოთ. ჩვენ ვართ როგორც თქვენი ინტერესების დამცველები, ისე ინვესტორის“, –განაცხადა ბატონმა კახაბერ საბანაძემ. ცნობილია, რომ მოლაპარაკება თელავში გაიმართება.
ადგილზე კვლავ მობილიზებულია სპეცრაზმი და პოლიციის ტექნიკა, მათ შორის წყლის სატყორცნი მანქანები.

“შესაძლო დაპირისპირების, ან პროვოკაციების თავიდან ასაცილებლად შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას. სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტს პოლიციის მხრიდან, კანონის ფარგლებში, მოჰყვება დაუყოვნებლივი რეაგირება და იქნება აღკვეთილი”, — აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

კომენტარები
მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები