ახალი ამბებისამართალი

დამნაშავე ვარ და ვაღიარებ, დანა მე დავარტყი – ცოტნე გამსახურდიას განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული

ცოტნე გამსახურდიას განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებულმა, გიორგი სოლოღაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ შელაპარაკება სუფრაზე მოხდა და არანაირი განზრახ დაგეგმილი დანაშაული არ ყოფილა.

ვსვამდით ღვინოს და მოგვივიდა შელაპარაკება. როცა მოვდიოდი გზაში ცოტნემ დამარტყა ხელი და ამოვიღე დანა და ეგრევე ჩავარტყი. მე ვარ დამნაშავე და ვაღიარებ. არანაირი განზრახ დანაშაული არ ყოფილა, სრულიად უმიზეზოდ დამარტყა ხელი ცოტნემ და ამოვიღე დანა და ეგრევე ჩავარტყი მეც“, – განაცხადა ცოტნე გამსახურდიას დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დაკავებულმა გიორგი სოლოღაშვილმა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში ცოტნე გამსახურდიას საქმეზე დაკავებულების მიმართ აღკვეთის შეფარდებაზე სასამართლო მსჯელობს.

წყარო

კომენტარები
მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები

ასევე იხილეთ

Close