ახალი ამბებიექსკლუზივისაზოგადოება

დააფასეთ, მოიკითხეთ, მოეფერეთ!

ამაყი ვარ! მომეცა შესაძლებლობა ამ ფორმით მოვფერებოდი და ქედი მომეხარე მის წინაშე

14 ნოემბერს 100 წლის გახდება

მაია ცომაიას ბლოგი 

 

გადაცემა “პაციენტის დრო”-ის მსმენელსა და მაყურებელს (დიდი გამოხმაურება მოჰყვა) კარგად ემახსოვრება შარშანდელი 10 მაისის  გადაცემა, რომლის სტუმარიც გახლდათ მეორე მსოფლიო ომის  98 წლის ვეტერანი ვლადიმერ სიხარულიძე-სამხედრო ექიმი, ქირურგი, 1972 წლიდან 1990 წლამდე ჯანდაცვის საერთო განყოფილების ხელმძღვანელი, სამხედრო ჰოსპიტალის უფროსი ექიმი და განყოფილების გამგე.

ამაყი ვარ!

მომეცა შესაძლებლობა ამ ფორმით მოვფერებოდი და ქედი მომეხარა მის წინაშე! 

 გამახსენდა, შევეხმიანე, მოვიკითხე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. 

ბ-ონ ვლადიმერს არასოდეს უსარგებლია ჯანდაცვის მიერ ვეტერანებისთვის დახმარების სპეციალური პაკეტებით, არც ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და სამედიცინო დაწესებულებებს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის სამედიცინო სერვისებით, შეღავათებით ტრანსპორტზე- მეტროთი და ავტობუსით უფასოდ მგზავრობის უფლებით, მხოლოდ ყურადღება (მოკითხვისა და გახსენების დონეზე) და დაფასება ახარებს. ცხოვრობს მარტო, თავს გრძნობს მხნედ და ჯანმრთელად, თავის მოვლაც არ უჭირს! მონაგარის (შვილები, შვილიშვილ-შვილთაშვილები)  ყურადღება არ აკლია, მაგრამ სახელმწიფოს მხრიდან პატივისცემისა, რა მოგახსენოთ.

ჩვენი საუბარი მაინც დღევანდელ დღეზე ფიქრითა და განსჯით დავასრულეთ. უდიდესი გამოცდილების ღვაწლმოსილ, უკვე 99 წლის სამხედრო ექიმს მოსწონს საქართველოს მთავრობის სტრატეგია და გეგმა მსოფლიო გამოწვევასთან დაკავშირებით, სამაგალითოდ შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, საქართველოს თავდაცვის მინისტრის, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის და ჯანდაცვის კონსოლიდირებული მუშაობა

 

ინფორმაციისთვის: ბ-ნი ვლადიმერი სამედიცინო ინსტიტუტის დამთავრებისთანავე გაიწვიეს ომში, უკრაინასთან ახლოს მდებარე სამხედრო ჰოსპიტალში ქირურგად
წლების მანძილზე ბ-ნი ვლადიმერი სათავეში ედგა ვეტერან ექიმთა საბჭოს

 

კომენტარები
ტეგები
მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები