ახალი ამბებიექსკლუზივიმედიცინა

COVID-19-ის კრიზისმა ბევრი პრობლემა თვალსაჩინო გახადა

არასწორი დიაგნოსტირება ითვლება სამედიცინო შეცდომად

COVID-19-ის კრიზისმა ბევრი პრობლემა თვალსაჩინო გახადა

მაია ცომაიას ბლოგი

წლების მანძილზე არაერთ გადაცემასა, თუ პუბლიკაციებში განვიხილავ ჯანდაცვის სისტემაში არსებულ პრობლემებსა და ხარვეზებს.

მოგეხსენებათ, 2020 წლიდან დაიწყო რეფორმები,თუმცა ჩემთვის დღემდე უცნობია ჯანდაცვის სისტემის რეფორმირების გრძელვადიანი სტრატეგიული გეგმა, მოდელი და ორიენტირი. პირადად მიჭირს გარკვევა საით მივდივართ.

დღემდე პრობლემად რჩება  საქართველოში კერძო კლინიკების მკვეთრი სიჭარბე სახელმწიფო კლინიკებთან მიმართებაში (კლინიკების 90% არის კერძო და 10% სახლმწიფო). ასევე დაუსრულებელ განხილვის თემად რჩება სამედიცინო სფეროში არსებული ვერტიკალური ინტეგრაცია.კერძო დაწესებულებების მთავარი მიზანი მაქსიმალური მოგების მიღებაა, მათ არ ანაღვლებთ დაავადებათა პრევენცია, პაციენტთა დროული მკურნალობა. პირიქით, რაც უფრო დიდხანს დარჩებიან მათთან პაციენტები, რაც მეტ მომსახურებას მიიღებენ, გამოკვლევებს ჩაიტარებენ და მედიკამენტები დაენიშნებათ, მით მეტად გაიზრდება კომერციული დაწესებულებების მოგება. მდგომარეობას კიდევ უფრო ართულებს ის ფაქტი, რომ ბევრი ასეთი დაწესებულება ფარმაცევტული კომპანიების საკუთრებას წარმოადგენს, რაც დამატებით ზრდის ჩვენს ეჭვებს. ყველა ნორმალურ ქვეყანაში ასეთი რამ აიკრძალებოდა, მაგრამ არა საქართველოში. ამიტომ, იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც სამედიცინო დაწესებულებები ფარმაცევტული კომპანიების პირდაპირი ორგანიზაციული დაქვემდებარების ქვეშ არ იმყოფებიან, მათში დასაქმებული ექიმები ადვილად ახერხებენ ფარმაცევტულ კომპანიებთან „შეკვრას“.

ქრონიკული არაგადამდები დაავადებების ტვირთი მოსახლეობაში დღითიდღე იზრდება, რაც თავის მხრივ იწვევს ჯანდაცვაზე დანახარჯების სწრაფი ტემპებით მატებას და ჯანდაცვის სისტემის მიმართ მოსახლეობის უკმაყოფილების ზრდას. ასევე პრობლემად რჩება სწორი დიაგნოსტირება და არასწორი მკურნალობა, რაც  პაციენტის უსაფრთხოების ძირითადი ინდიკატორია. “პაციენტის უსაფრთხოება” პირდაპირ  გულისხმობს პაციენტის მიმართ სამედიცინო მომსახურებიდან გამომდინარე და მასთან დაკავშირებული შეცდომებისა და საზიანო ზემოქმედების პრევენციას. პაციენტის თავისუფლებას იმ არააუცილებელი ზიანისაგან, რომელიც სამედიცინო მომსახურებასთან ასოცირდება.
პაციენტის უსაფრთხოება ქვეყნის ჯანმრთელობის დაცვის სისტემის ხარისხის უმნიშვნელოვანესი კომპონენტი და ამ ხარისხის განმსაზღვრელი ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორია!
არასწორი დიაგნოსტირება ითვლება სამედიცინო შეცდომად, რომლის შედეგად ზიანდება პაციენტის ჯანმრთელობა, შესაბამისად სამართვლებრივად დასჯადია!  

COVID-19-ის კრიზისმა ბევრი პრობლემა უფრო თვალსაჩინო გახადა, განსაკუთრებით გამოიკვეთა ცალკეული სახელმწიფო სტრუქტურების ხარვეზები.

პირველ რიგში აუცილებლია პრობლემების აღიარება, გათვალისწინება და ხარვეზების გამოსწორებისკენ ნაბიჯების გადადგმა! ასე ხდება წარმატებულ ქვეყნებში, სადაც ქვეყნის მოქალაქეობა მხოლოდ სტატუსი არაა!

 

აღნიშნულ თემაზე არაერთხელ მისაუბრია ინსბრუკის (ავსტრია) სამედიცინო უნივერსიტეტის სხივური თერაპიისა და რადიოონკოლოგიის ცენტრის უფროს ექიმითან, თსსუ-ს საპატიო დოქტორთან-ირმა კვიცარიძესთან, რომელსაც მისი ქვეყანა- საქართველო, სურს იყოს ისეთი, რომლის მიღწევებითა და წარმატებით (განსაკუთრებით მედიცინით) მსოფლიოს, მათ შორის ავსტრიასაც გააკვირვებს!

ირმა კვიცარიძე : –გადაწყვეტილი მქონდა საერთოდ არ შემემჩნია ჩემს სამშობლოში მიმდინარე მოვლენები

-განსაკუთრებით ბოლო დროს წამოსული აგრესიის შემდეგ?

-დიახ, თუმცა როცა საქმე ახლობელს ეხება, დავარღვევ გადაწყვეტილებას. თუ გაჩერდები, ენას ჩაიგდებ, დაყრუვდები, დაბრმავდები-ამით მაინც არაფერი ეშველება ჩემს ქვეყანას. პრაქტიკამ არაერთხელ გვიჩვენა, რომ ეს არაა სწორი მიდგომა! არ შველის! ყველაზე საუკეთესო მინდა იყოს ჩემი სამშობლო, სადაც დაცულია ადამიანი! სადაც ჩემი ოჯახის წევრს , მეგობრებს, ახლობელობლებს და სხვას არ გადახდებათ ის ისტორია, რასაც ახლა გიამბობთ. მინდა საქართველო ის ქვეყანა იყოს, განსაკუთრებით მედიცინაში, რომელიც ავსტრიას გააკვირვებს! ყველა ნორმალურ ქვეყანაში ადამიანს აქვს კონსტიტუციური უფლება ჯანმრთელობის დაცვაზე!

-ქ.ნ ირმა, პრობლემას, რომელსაც ახლა შევეხებით ბევრს არ ეუცხოება. ჩემს გადაცემაშიც ხშირად მყავს პაციენტები არასწორი დიაგნოზით და მკურნალობით...
-დიახ, ვფიქრობ ბევერს თქვენთგანს გადახდენია თავს. ამჯერად მხოლოდ ერთი პაციენტის მაგალითზე შევჯერდეთ.
პაციენტი 20 წლის, მამრობითი სქესის, ჩივილებით:
 ხველება საღამოს, ძილის წინ, რამდენიმე დღის შემდეგ სუნთქვის უკმარისობა (დისპნოე), ხუთვის შეგრძნება, პანიკა, სხეულის ტემპერატურა ნორმალური. მივიდა ზოგადი პროფილის ექიმთან, “საუკეთესო” სპეციელისტებთან. ანამნეზის მოსმენის შემდეგ ექიმმა გადწყვიტა გაეგზავნა პულმონოლოგთან- ეჭვი ასთმაზე. პულმონოლოგმა ისე, რომ სტეთოსკოპი არც გამოუყენებია გაუკეთა 20 წლის პაციენტს კოპიუტერული ტომოგრაფია თავიდან, ფეხის ფრჩხილამდე. რა დასხივება მიიღო 20 წლის ახალგაზრდის ორგანიზმმა, ამაზე არავინ იფიქრა! დიაგნოზი-  ბრონქიალური ასთმა! მერე გაახსენდა სპირომეტრიის გაკეთება, საქმეში ჩაერთო კარდიოლოგიც! დანიშნულება 20 წლის პაციენტის : პულმიკორტი. ბეროდუალი და კიდევ D- ვიტამინი-ეს გასნაკუთრებით მოდაშია! პაციენტმა მიიღო ექიმის დანიშნულება,4 დღის შემდეგ ჩივილები გაუარესდა. გაიგზავნა იგივე ზოგადი პროფილის ექიმის მიერ ენდოკრინოლოგთან, რომელმაც ექოსკოპიის გაკეთების შემდეგ -კისტა ფარისებურზე, სასწრაფო პუნქცია, რომლის პაციენტს  შეეშინდა და არ დათანხმდა ექიმის მკაცრ მითითებას.
იგივე ზოგადი პროფილის ექიმმა ამასობაში გაუკეთა ყველაფრის ანალიზი რაც კი შეიძლება გაკეთდეს , გაიგზავნა ლიმბახის ლაბორატორიაში. ანალიზების დასკვნა არც მეტი, არც ნაკლები ,17 ფურცელზე იყო გაწერილი.
ანალიზები ნორმის ფარგლებში იყო.
მოიარა ყველა სპეციალისტი, გინეკოლოგის გარდა -ნუ აქ სქესი არ უწყობდა ხელს!
პაციენტი მე დამიკავშირდა, მიამბო ეს ყველაფერი. ჩივილები იმდენად თვასაჩინო იყო, რომ მეხუთე კურსის სტუდენტმაც კი უნდა გააკეთოს დიფერენციალური დაიგნოსტიკა. ვურჩიე გასტროსკოპიის გაეკეთება. გასტრიტი, მჟავიანობის მომატება, პაციენტს ხველება აქვს როცა საღამოს წვება! ამაზე თვალსაჩინო ჩივილი დიაგნოზისათვის შეუძლებელია. გაიკეთა გასტროსკოპია, დაუდგინდა გასტრიტი, მაგრამ ჰელიკობაქტერიაზე არ გაკეთებულა კვლევა. სამაგიროდ ისევ გაუკეთდა სისხლის ანალიზი, ისევ ლიმბახის ლაბორატორიაში, სადაც დაუდგინდა, რომ არა აქვს ჰელიკობაქტერით გამოწვეული დაავადება გადატანილი!
-რა ხაჯებთან იყო ეს ყველაფერი დაკავშირებული…..
-დიახ, დანიშნულება ზუსტად 7 სხვადასხვა დასხელების წამალი. რაც მთავარია D- ვიტამინი არ ავიწყდებათ, ძალიან მოდაშია
-როგორ ფიქრობთ ეს რისი ბრალია?
-პირველ რიგში, ჯანდცვის სისტემური პრობლემაა, რომელიც წლების მანძილზე ასე განვითარდა და მივიდა იქამდე, რამაც ამ პაციენტის ისტორია შექმნა!  ფაქტიურად ჯანდაცვის სახლმწიფო სტრუქტურის განადგურება გამოწვია!  არასწორია! შეცდომაა! 90% კერძო ჯანდაცვის სექტორი და 10% სახლმწიფო! დაუშვებელია კერძო სამედიცინო ქსელების მონოპოლია, თავიანთი სადაზღვევო და სააფთიქო ქსელებთ! ეს არის მედიცინის განვითარების მთავარი შემაფერხებელი ფაქტორი!
სახლმწიფო საუნივერსიტეტო კლინიკის ნაკლებად განვითარება. სადაც უნდა იზრდებოდეს, სპეციალისტი (აქვე რეზიდენტურა უნდა იყოს უფასო, პირიქით რეზიდენტები უნდა იღებდნენ ხელფასს), სადაც უნდა ხდებოდეს სტუდენტების სწავლება. სადაც უნდა ხდებოდეს მეცნიერების განვითარება, სახლმწიფო საუნივერსიტეტო კლინიკა უნდა იყოს ყვველაზე საუკეთესოდ აღჭურვილი აპარატურით, უნდა ქონდეს ყველა სამედიცინო დისციპლინის განყოფილება. უნდა იყოს სტანდარტის და კონტროლის ცენტრი, რომელის სტანდარტი და რეკომენდაცია უნდა გაითვალისწინოს ყველა კლინიკამ! ის უნდა იყოს ჯანდაცვის სისტემის ექსპერტთა ბიურო! სამედიცინო ხარისხის მიღების გასაზღვრის ზუსტი კრიტერიუმები რაც აქცეპტირებულია ევროპულ სამედიცინო სისტემაში !
 უწყვეტი სამედიცინო განათლების არ ქონა!
დამოუკიდებელი სამედიცინო აუდიტის სამსახურის არ არსებობა! ობიექტურობისთვის შესძლებელია ევროპის აუდიტის სამსახურების ჩართვა!
აუცილებელია რადიაციის კანონის გადახედვა – მკაცრად გაკონროლება!
აუცილებელია ინვაზიურ გამოკვლევებზე სახლმწიფო კონტროლი!
 პირველადი ჯანდაცვის განვითარება-კორონას კრიზისმა განსაკუთრების აჩვენა ამ სისტემის განვითარების აუცილებლობა!
სახლმწიფოს მიერ სამედიცინო მომსახურების ტარიფების კონტროლი (ყბადაღებული 520 დებულების ამუშავება თანმიმდევრულად გადადგმული ნაბიჯებით)! კონტროლი მედიკამენტების ლიცენზიაზე! კონტროლი მედიკამენტების გამოყენებაზე , მკაცრად განსაზღვრული ჩვენებები (ყბადაღებული პლაქველინის პრობლემა)
სამედიცინო პერსონალის ხელფასი არ უნდა იყოს დამოკიდებული გამომუშავებაზე, არამედ მათ უნდა ეძლეოდეთ ღირსეული ხელფასი დადგენილი საფეხურებრივი სტანდარტის მიხედვით. ეს გამორიცხავს ერთი და იგივე ადამიანის 10 ადგილზე მუშაობას. (სწორედ კორონას კრიზისმა გაჩვენათ ეს პრობლემა, დაინფიცირებული მედპერსონალის რაოდენობა!) (ერთხელ ავსტრიელ კოლეგებთან ერთად საქართველოში ერთ ერთი კლინიკის დილის კონფერენციაზე დაგვასწრეს! მოვემზადე შემოსული პაციენტების დიაგნოზების სათარგმნად. ნურას უკაცრავად ბუღალტერთა შეკრებზე მეგონა თავი. დილის კონფერენციაზე განიხილებოდა მხოლოდ ფინანსური მხარე და ეს თურმე არ იყო გამონაკლისი და ეს ხდება სხვაგანაც!)
კლინიკების სამშენებლო სტანდარის განსაზღვრა. (შეგიძლიათ ავსტრიის სტანდარტი გაითვალისწინოთ)
საავადმყოფოების საწოლების რაოდენობის ზუსტი გათვალა მოსახლეობის რაოდენობაზე.
არ ვამბობ, რომ არ უნდა არსებობდეს კერძო კლინიკა, რასაკვირველია მათ აქვთ არსებობის უფლება და გარკვეულწილად ამის საჭიროება არის, მაგრამ მოქალაქეს აქვს უფლება მიიღოს მაღალი ხარისხის მკურნალობა, თუ დიაგნოსტიკური კვლევები სახელმწიფო სამედიცინო სტრუქტურებში, რომელიც მის მიერ გადახდილი გადასახადების -ბიუჯეტის ხარჯზე არსებობენ.
სახელმწიფო ონკოლოგიური ცენტრის განვითარება, (კორონას კრიზისი მონაგონია! ) უამრავი პაციენტია ევროპაში საქართველოდან, სწორედ ამ პრობლემის გამო გამოხიზნული!
მთავარი და პირველი! პაციენტზე ორიენტირებული მედიცინის განვითარება და არა ბიზნესზე ორიენტირებული! კორონას კრიზისმა განსაკუთრებით გვაჩვენა ასეთი სისტემის არსებობის აუცილებლობა!
ყველა ნორმალურ ქვეყანაში ადამიანს აქვს კონსტიტუციური უფლება ჯანმრთელობის დაცვაზე!

 

 

კომენტარები
ტეგები
მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები