ახალი ამბებისპორტი

Corriere dello Sport: “ოქროს ბურთს” რონალდუ მოიგებს

ბრიტანულ გამოცემა The Sun Corriere dello Sport-ზე დაყრდნობით იუწყება, რომ ”ოქროს ბურთის” მფლობელი კრიშტიანუ რონალდუ გახდება.

იტალიური გამოცემის ცნობით, ფრანგულ ჟურნალ France Football-ის დელეგაცია უკვე ესტუმრა ტურინს, სადაც ”იუვენტუსის” დირექტორ ფაბიო პარატიჩის შეხვდა. წინასწარი ინფორმაციით, 29 ოქტომბერს France Football-ში გამოქვეყებული ინტერვიუ მხოლოდ პატარა მონაკვეთია იმ ვრცელი საუბრისა, რომელიც პორტუგალიელის რიგით მე-6 ”ოქროს ბურთს” მიეძღვნა.

კრიშტიანუ რონალდუს გარდა, პრესტიჟული ჯილდოს პრეტენდები ასევე ლიონელ მესი და ვირჯილ ვან დეიკი არიან. Ballon d’Or-ის დაჯილდოების ცერემონია 2 დეკემბერს პარიზში ჩატარდება.

ავტორი: ედუარდ მელოიანი

კომენტარები
მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები