ახალი ამბებიპოლიტიკა

“ჩვენთვის მისაღებია, რომ საქართველო ნატო-ს წევრი გახდეს სრული ტერიტორიის ფარგლებში” – თამარ ჩუგოშვილი

უმრავლესობის წევრი თამარ ჩუგოშვილი თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე ანდრეს ფოგ რასმუსენის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

ჩუგოშვილის შეფასებით, საქართველოს პოლიტიკა და ამოცანა არის, გახდეს ნატო-ს წევრი საერთაშორისოდ აღიარებულ ჩარჩოებში და ფარგლებში მთლიანად.

“საქართველოს პოლიტიკა და ამოცანა არის, გახდეს ნატო-ს წევრი საერთაშორისოდ აღიარებულ ჩარჩოებში და ფარგლებში მთლიანად, სრულად, ნუ მთლიანად ჩვენი ტერიტორიით და ნატო-ს სურვილიც არის ეს, მას შემდგომ, რაც გარკვეული წინაღობები დაიძლევა. ეს წინაღობები როგორ დაიძლევა და რანაირად, ეს უკვე არის გლობალური პოლიტიკის, საქართველოს მუშაობის, ნატო-ს მუშაობისა და ასე შემდეგ საკითხი. ეს არ ყოფილა ნატო-ს ოფიციალური წარმომადგენელი. მან აზრი შესთავაზა საქართველოს სამსჯელოდ, მეტი არაფერი. დამშვიდდით, დაწყნარდით, საზოგადოებას არ სჭირდება ამაზე ღელვა და ნერვიულობა. ვაკეთებთ ყველაფერს, რათა ნატო-სთან თავსებადობა გვქონდეს მაღალი, ვიდრე ზოგიერთ ქვეყანას, რომელიც ჩვენზე წინ არის პოლიტიკურ მოლაპარაკებებში წასული და ამას აღიარებს ყველა, ნატო-ც და საერთაშორისო პარტნიორებიც. ჩვენთვის მისაღები არის, რომ საქართველო ნატო-ს წევრი გახდეს სრული ტერიტორიის ფარგლებში, ამიტომ სპეკულაციები და კუდის მობმები ამ თემაზე არის სრულიად ზედმეტი და ქვეყნის ინტერესებს არ შეესაბამება” – აღნიშნა ჩუგოშვილმა.

წყარო

ტეგები
მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები