ახალი ამბებიპოლიტიკა

“ჩვენს ხარჯზე უმრავლესობას ვერავინ გააკეთებს, რადგან არავის დანამატი არ ვიქნებით” – დავით ჭიჭინაძე

“ჩვენს ხარჯზე უმრავლესობას ვერავინ გააკეთებს, რადგან არავის დანამატი არ ვიქნებით” – ამის შესახებ დავით ჭიჭინაძემ მოძრაობა”სახალხო ტრიბუნის” დაფუძნებაზე განაცხადა.

“ჩვენი პარტია 2020 წელს “ქართულ ოცნებას“ დაამარცხებს.

საქართველო დღეს, ძირითადად ბანკირების, ფინანსური სექტორის ხელშია ჩაგდებული, რაც ქართველი ხალხის გაღატაკებასა და გაკოტრებას ემსახურება.

სწორედ ამიტომ ვაფუძნებთ ჩვენ მოძრაობას „სახალხო ტრიბუნა“, რომელიც იქნება სრულიად სახალხო და რომელიც გააერთიანებს ყველა დარგის, ყველა ასაკის ადამიანს.

სწორედ „სახალხო ტრიბუნიდან“ გაიგონებს ხელისუფლება იმ ხმას, რასაც ხალხი ფიქრობს!” – განაცხადა ჭიჭინაძემ.

წყარო

მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები