ახალი ამბებიპოლიტიკა

ჩვენ რომ მოვალთ ხელისუფლებაში ყველა დაისჯებით, წინა რეჟიმის წარმომადგენლებიც და დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლებიც

ფარული კადრების ჩაწერა-გავრცელების თავიდან აცილების მიზნით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ფრაქცია ”საქართველოს პატრიოტების” წევრი, ირმა ინაშვილი კანონის გამკაცრებას ითხოვს.

ირმა ინაშვილმა პარლამენტში პირველ სასესიო სხდომაზე, დეპუტატ ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების ფაქტს გამოეხმაურა და თქვა, რომ კადრების გადაღებასა და შემდეგ გავრცელებაში მონაწილე ყველა პირი მკაცრად უნდა დაისაჯოს.

დეპუტატმა „ქართული ოცნების“ ხელისუფლება გააკრიტიკა, რადგან მათ წინა ხელისუფლების წარმომადგენლები და ე.წ. კასრების საქმეში ჩართული პირები არ დასაჯეს.

„მოგიწოდებთ, შეიქმნას პარლამენტში ჯგუფი, რომელიც იმუშავებს კანონმდებლობის გამკაცრებაზე. დიახ, უნდა გამკაცრდეს კანონი და მე თუ მკითხავთ გამავრცელებელი უნდა ისჯებოდეს განსაკუთრებულად მძიმე სასჯელით. ამაზე ჩვენ მოგვიწევს მუშაობას. რაც შეეხება იმას, ვინ იღებდა, როგორ იღებდა, დღეს ვინ ავრცელებს, პასუხისმგებლობას ვერავინ ვერ გაექცევით, ვერც ისინი, ვინც ამ ქვეყანას 9 წელი აწამებდით, ვერც ისინი ვინც 7 წელია მართავთ ამ ქვეყანას. მე „ოცნებას“ ვეკითხები ახლა, რატომ არ დაუმტკიცეთ ადამიანებს, ამ კონკრეტულ ბატონებს და ქალბატონებს, ნაცმოძრაობის წარმომადგენლებს, რომ სწორედაც სისტემური დანაშაული იყო რაც ხდებოდა, რატომ არ დაუმტკიცეთ ეს. რატომ არ დაისაჯა ყველა ის, ვინც ე.წ. კასრების საქმეში იყო ჩარეული. ჩვენ რომ მოვალთ ხელისუფლებაში ყველა დაისჯებით – წინა რეჟიმის წარმომადგენლებიც და დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლებიც, რომლებიც ხელს აფარებთ იმ წინა დამნაშავეებს,“ – განაცხადა ირმა ინაშვილი.

პარლამენტის პირველი სესია თბილისში და სპიკერის პირველი ანგარიში საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობის შესახებ. დღეიდან, ოფიციალურად, კანონშემოქმედების ერთადერთი ადგილი ქვეყანაში სწორედ თბილისია, პარლამენტის ერთადერთი მისამართი კი რუსთაველის გამზირი. შეგახსენებთ მანამდე, 6 წლის განმავლობაში საპარლამენტო დედაქალაქის ფუნქციას ქუთაისი ითავსებდა.

ტეგები
მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები

ასევე იხილეთ

Close