ახალი ამბებიპოლიტიკა

„ჩვენ მხარეზეა სიმართლე“ – მიხეილ სააკაშვილი გიორგი გაბუნიას მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა

„რუსთავი 2“-ის ეთერში გიორგი გაბუნიას საავტორო გადაცემა P.S-ში წამყვანის მიერ რუსეთის პრეზიდენტის მიმართ გაკეთებულ არაეთიკურ განცხადებას საქართველოს მესამე პრეზიდენტი ეხმაურება. მიხეილ სააკაშვილის თქმით, სიმართლის გადმოცემა საჭიროა ცივილიზებული ფორმით, ეპატაჟი და ისტერიულობა კი საქმეს მხოლოდ დააზარალებს:

„რუსულ იმპერიალიზმთან და ოკუპაციასთან ბრძოლისას ჩვენი მედია ისტერიულ რუსულ მედიას არ უნდა დაემსგავსოს! ჩვენ მხარეზეა სიმართლე და სიმართლის გადმოცემა საჭიროა ცივილიზებული ფორმით! ეპატაჟი და ისტერიულობა ჩვენს საქმეს მხოლოდ დააზარალებს.”- წერს მიხეილ სააკაშვილი.

წყარო

მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები