ახალი ამბებიპოლიტიკა

“ჩვენ მივიღეთ ძლიერი პარლამენტი”

პარლამენტის პირველი სესია თბილისში და სპიკერის ანგარიში საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობის შესახებ – ირაკლი კობახიძე ანგარიშით დეპუტატების, მინისტრებისა და პრემიერ-მინისტრის წინაშე წარდგა.

პარლამენტის თავმჯდომარემ წინა ხელისუფლების მუშაობასა და ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა. მან განცხადა, რომ წინა ხელისუფლებისგან მძიმე მემკვიდრეობა ერგოთ, რაც ნაწილობრივ გამოსწორებულია.

პარლამენტის თავმჯდომარემ სიტყვით გამოსვლის დროს ყურადღება გაამახვილა ახალი კონსტიტუციის შემუშავებაზე.

„2016 წელს მე-9 მოწვევის პარლამენტმა მემკვიდრეობით მიიღო შემდეგი გამოწვევები – დასახვეწი ხელისუფლების დანაწილების პრინციპთან და ძლიერი პარლამენტის ინტერესთან წინააღმდეგობაში მყოფი კონსტიტუცია. ჩვენი მიზნების ერთი ნაწილი უკვე მიღწეულია, ჩვენ მივიღეთ დახვეწილი კონსტიტუცია, რომელიც სრულ შესაბამისობაშია ევროპული პარლამენტარიზმის საუკეთესო ტრადიციებთან და რომლის ერთ-ერთი მთავარი შტრიხი ძლიერი პარლამენტია. ჩვენ მივიღეთ ძლიერი პარლამენტი, რომელიც უზრუნველყოფს, როგორც კანონშემოქმედების, ისე ზედამხედველობის კუთხით პარლამენტის შესაძლებლობების თვისებრივ გაძლიერებას. 2019 წელს უკვე პრატიკაში დაინერგება პარლამენტის ახალი კანონშემოქმედებითი და საზედამხედველო ინსტრუმენტები, რითაც ზემოთ აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებების მნიშვნელობა საზოგადოებისთვის ხელშესახები გახდება,“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღეიდან ოფიციალურად კანონშემოქმედების ერთადერთი ადგილი ქვეყანაში სწორედ თბილისია, პარლამენტის ერთადერთი მისამართი კი რუსთაველის გამზირი.

შეგახსენებთ, რომ მანამდე, 6 წლის განმავლობაში, საპარლამენტო დედაქალაქის ფუნქციას ქუთაისი ითავსებდა.

მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები