ახალი ამბებიპოლიტიკასამართალი

ჩუგოშვილი: „აბაშაში „ქართული ოცნების“ წევრის მხრიდან ფიქსირდება დარღვევა“

საქართველოს პარლამენტის ვიცესპიკერი თამარ ჩუგოშვილი აბაშაში, საარჩევნო უბანზე მომხდარ ფაქტს გამოეხმაურა. თამარ ჩუგოშვილის თქმით, აუცილებელია, „ქართული ოცნების“ წევრის მხრიდან აღნიშნულ დარღვევას მოჰყვეს რეაგირება.

„ასევე მინდა, გამოვეხმაურო აბაშაში დაფიქსირებულ ფაქტს, რომელშიც „ქართული ოცნების“ საკრებულოს წევრის მხრიდან ფიქსირდება დარღვევა. იგი მიჰყვება ამომრჩევლებს ჯიხურში, რაც ასევე კანონდარღვევაა და აუცილებელია, ამ დარღვევასაც მოჰყვეს შესაბამისი რეაგირება“, – აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.

მისივე თქმით, საერთო ჯამში, არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.

„ყველას კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ მაქსიმალური აქტიურობისკენ. ასევე, თუკი დააფიქსირებენ რაიმე კანონდარღვევას, მიმართონ კომისიის წევრებს, რათა დაიწეროს შესაბამისი განცხადებები“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეომასალა, რომელშიც ჩანს, როგორ მიჰყვება ერთ-ერთ ამომრჩეველს ხმის მიცემის კაბინაში აბაშის საკრებულოს წევრი ლეონტი ნადარეიშვილი.

ფაქტზე გამოძიება დაიწყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ.

წყარო: 1tv.ge

კომენტარები
ტეგები
მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები