ახალი ამბები

ჩუღურეთის რაიონში საგზაო ინფრასტრუქტურა კეთდება

ჩუღურეთის რაიონში, ივერთუბნის დასახლებაში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გრძელდება. ტოროშელიძე-ორჯონიკიძისა და ბარაკონის ქუჩებზე, 3000 კვადრატულ მეტრზე ასფალტის საფარი იგება. პროექტის ღირებულება 300 000 ლარია.
„ივერთუბნის დასახლებაში საგზაო ინფრასტრუქტურას ვაწესრიგებთ. ამ ეტაპზე, ასფალტის საფარი ორ მისამართზე იგება. ჩუღურეთის გამგეობა დაპირებისამებრ, ეტაპობრივად, საგზაო ინფრასტრუქტურას იმ ქუჩებზე მოაწესრიგებს, სადაც წყლისა და წყალარინების სისტემის გამართვას კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დაასრულებს. დარჩენილი ქუჩები კი ეტაპობრივად მოწესრიგდება“, – განაცხადა ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა ზურაბ ჩიკვილაძემ.

მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები