ახალი ამბებიმსოფლიო

ჩინეთში ცოფის ვაქცინას დაკავშირებით სკანდალი გორდება

ჩინეთში ცოფის ვაქცინასთან დაკავშირებით სკანდალი გორდება. როგორც ირკვევა ვაქცინის მსხვილი მწარმოებელი Changsheng Biotechnology Co აყალბებდა მონაცემებს საკუთარი წარმოების პრეპარატთან დაკავშირებით. როგორც BBC წერს, მიუხედავად იმისა, რომ პაციენტებში გართულებების შესახებ ინფორმაცია ჯერ-ჯერობით არ ვრცელდება, მოსახლეობა პანიკაშია.

ჩინეთის პრემიერის ლი კეციანის განცხადებით, მომხდარში დამნაშავეები მკაცრად დაისჯებიან. მისივე თქმით, დაისჯებიან ის პირებიც, რომლებსაც ამ სექტორზე კონტროლის გაწევა ევალებოდათ.

როგორც ადგილობრივი სახელისუფლებო მედიაორგანიზაცია CGTN წერს, სტანდარტების შეუსაბამოდ წარმოებული 250 000 პრეპარატი აღმოსავლეთ ჩინეთში განლაგებულ დაავადების კონტროლისა და პრევენციის ცენტრებში უკვე გამოიყენეს. როგორც ჩინეთის შესაბამის სტრუქტურებში განმარტავენ, ვაქცინები მართალია სტანდარტების შეუსაბამოდ იყო წარმოებული, თუმცა, ის ჯანმრთელობისთვის საშიში არ არის.

წყარო

კომენტარები
ტეგები
მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები