ახალი ამბებისაზოგადოება

ჩემი პირველი მოგზაურობა ევროპაში

მოგზაურობა, ყოველთვის განსაკუთრებული ემოციებითაა დატვირთული.  ის ლოკაციებს შორის მანძილის აღმოფხვრაა, რაც ადამიანს ახალ თავგადასავლებს სძენს. საბერძნეთი ევროპის ის ქვეყანაა, სადაც პირველად ვიმოგზაურე.  17 წლის ვიყავი და ჩემთვის ეს მოგზაურობა დიდი გამოწვევა იყო.
ჩემი პირველი მოგზაურობა ევროპაში
ქუთაისი – სალონიკი, ფრენა 2 საათს გაგრძელდა. განსაკუთრებული ემოცია აფრენის და დაფრენის დროს იგრძნობა. აფრენისას სავარძელს მივეკარი და დაძაბული ვიჯექი, დაფრენისას კი მეგონა სავარძელი გამომაცალეს და ჰაერში გამოვეკიდე. ფრენა ძალიან სასიამოვნო პროცესია, გრძნობა გეუფლება თითქოს სხვა სამყაროში მოხვდი.  სალონიკი ლამაზი ქალაქია თავისი ღირსშესანიშნაობებით, თითქმის ყველა შენობა მოხატულია. წინ გრძელი გზა მქონდა და ქალაქის დათვალიერება უკან დაბრუნებისას გადავწყვიტე.

7 საათი ავტობუსით ვიმგზავრე და ათენის ნავსადგურში ჩავედი, სადაც გემით გადავედი კუნძულ „Crete”-ზე. “Blue Galaxy”-ში ყველაფერია რაც შეიძლება დაგჭირდეს. ბარი, რესტორანი, კაფე, საძინებელი ოთახი, მაღაზია, მოსასვენებელი ადგილი, ტერასა, ორ სართულიანი პარკინგი და ა.შ. კრიტი ძალიან ლამაზი კუნძულია, რომელზეც ორი ქალაქი, ხანია და ირაკლიონი მდებარეობს. არჩევანი ხანიაზე შევაჩერე და 9 საათის განმავლობაში გემზე ყოფნის შემდეგ, ამ საოცარ ქალაქში აღმოვჩნდი.

“Chania” მეორე უდიდესი ქალაქია კუნძულზე. ძველი ქალაქის ფერები და ქუჩები შთამბეჭდავია. ხანიის პორტში არის შუქურა, რომელიც ტურისტების განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს. ლიმანი ულამაზესია, ასეთი სუფთა და კამკამა ზღვა ალბათ არცერთ პორტში არ არის.


იშვიათი ჯიშის, ულამაზესი მცენარეები კიდევ უფრო ალამაზებს ქალაქს. ღრუბლები კი ისე ახლოს გეჩვენება, გგონია ხელით შეეხები. ქუჩის ბოლოს ზღვა ამშვენებს. არაფერია აქ სეირნობაზე მეტად სასიამოვნო.


ვარდისფერი სანაპირო და საოცრად სუფთა ზღვა ქალაქის სავიზიტო ბარათია.  ხანიის თითქმის ყველა კუთხეში ერთმანეთისგან განხვავებული ზღვა და სანაპიროა. საბოლოოდ, ქალაქი საოცრად ლამაზია.

„კუკუვაია“ – საოცრად ლამაზი ადგილია, რომელსაც ქალაქის ხედი აქვს. აქ შეგიძლია მიირთვა უგემრიელესი კერძები და დატკბე კუნძულის ხედით. საოცარი სანახავია ზღვაში შეჭრილი ქალაქი.

სახლების უმრავლესობა თეთრი და მრავალსართულიანია.  უმეტესობას ტერასა აქვს, საიდანაც ულამაზესი ხედი იშლება. ერთი შეხედვით პატარა ქალაქია, სადაც ყველაფერი გაოცებს. ტურისტების ნაკლებობას არცერთ სეზონზე არ განიცდის. ხალხი ძალიან თბილი და სტუმართმოყვარეა, ერთ საღამოს ბერძნების ოჯახშიც მოვხვდი, სადაც ტრადიციული „პილაფი“ დავაგემოვნე და ბევრი საინტერესო ადამიანი გავიცანი.

და აი, დადგა დრო უკან დაბრუნების. იმავე გზით დავბრუნდი უკან, სალონიკში ჩასულს ერთი დღე დამრჩა გამოფრენამდე. ქალაქის თითქმის ყველა კუთხეში ვიყავი, ტრადიციული „გირო“ დავაგემოვნე და მოვემზადე ფრენისთვის.


დასრულდა ჩემი პირველი, დაუვიწყარი თავგდასავალი საბერძნეთში. ყველას გირჩევთ იმოგზაუროთ კუნძულ “Crete”-ზე. ეს მოგზაურობა ჩემთვის სხვა სამყაროში მოხვედრასთან ასოცირდება.

მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები