ახალი ამბები

ჩემი პირველი მასწავლებელი- დაუვიწყარი და განუმეორებელი ნაზი ონიანი

პირველი პედაგოგია, რომელსაც სკოლამ ვარსკვლავი

პირველ მასწავლებელს ვულოცავ

მაია ცომაიას ბლოგი

პედაგოგობა ერთ-ერთ ურთულეს პროფესიად მიიჩნევა , მით უფრო, როცა საქმე ეხება დაწყებითი კლასის მოსწავლეებს, პირველი მასწავლებლის პასუხისმგებლობისა და პროფესიონალიზმის კოეფიციენტი უმაღლესია! მაშინ, როდესაც ამ ასაკის ბავშვები საოცრად მგრძნობიარენი არიან, კარგად აღიქვამენ  გულწრფელობასა და სიყალბეს,  პედაგოგს ორმაგად მოეთხოვება ფიზიკურ-გონებრივი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენება, უნარ-ჩვევების მიზანმიმართულად მართვა!

ნაზი ონიანი ის  პედაგოგია, რომლიც ჩემს მეხსიერებასა და გონებაში მანამ იარსებებს, ვიდრე მუხრან მაჭავარიანის არ იყოს – ” ჩემთვის ღმერთი სიკვდილს გაიმეტებს”

ნაზი ონიანი ჩემი პირველი მასწავლებელია. მისი პედაგოგიურ-ადამიანური უნარ-ჩვევები ამოუწურავი, დაუვიწყარი და განუმეორებელია! მის სადამრიგებლო კლასზე ყოველთვის დიდი მოთხოვნა იყო.

წლების მანძილზე მის პედაგოგიურ პრაქტიკაში დაგროვილ ცოდნას, გამოცდილებას უამრავი ახალგაზრდა მასწავლებელი იზიარებს და ნერგავს გაკვეთილებზე. ნაზი ონიანი ის პირველი პედაგოგია, რომელსაც სსიპ ქალაქ თბილისის N 4 საჯარო სკოლამ სიცოცხლეშივე გაუხსნა ვარსკვლავი პროფესიონალიზმისა და მრავალი დამსახურების გამო. უამრავი ჯილდოს, პრიზისა თუ პროფესიული მიღწევის, წარმატებული პროექტის ავტორია ჩემი მეორე “დედა”.
ვამაყობ ნაზი მას თქვენით და გილოცავ დღევანდელ დღეს. 

ჩემთვის სიტყვა “მასწავლებლის” არსი და შეცნობა თქვენი გაცნობით დაიწყო.დღემდე მახსოვს ის გულწრფელი ღიმილი, შთამბეჭდავი ხმის ტემბრი, გაკვეთილის ახსნის თქვენეული მეთოდები, ჩაცმულობა, სურნელიც კი, რომელიც წლების მერეც შეუცლელია!
აქვე  მინდა საჯაროდ გავიხსენო ამბავი, რომელიც მხოლოდ მე და თქვენ ვიცით!

როგორც ხუთოსან მოსწავლეს, უდიდესი პასუხისმგებლობა მქონდა არა მარტო საკუთარი თავის, არამედ ყველა მასწავლებლის და ოჯახის მიმართ. ერთადერთხელ, როგორც მაია ცომაიას მოეთხოებოდა ვერ მოვამზადე გაკვეთილი. ვაჟა ფშაველას კვირეული გვქონდა – 4 გაკვეთილმა დამსახურებული ფრიადით ჩაიარა. კვირის მე-5 დღეს, ანუ პარასკევს,  ჩავთვალე, არ გამომიძახებდით და როგორც მჩვევია, ისე ვერ მოვემზადე “ია”-თითქმის ზეპირად გვქონდა. თქვენს მიერ სიით გამოძახებულებმა  გაკვეთილი არ იცოდნენ,  გაუჭირდათ ბავშვებას ვაჟას ენა, ძალიან გაბრაზებულმა იკითხეთ

“-ხელი ასწიეთ ვინ იცით გაკვეთილი”

(ჩემსკენ გამოიხედეთ)

-გამოდი , შენებურად “კლასი”  აჩვენე

წარმოდგენა და დავიწყება ძნელია იმ სიმწრის,სტრესის, უკიდურასად მძიმე მდგომარეობის ,რომელიც მაშინ დამეუფლა და დღემდე მომყვება. მე იმედი გაგიცრუეთ, წარმოუდგენელი იყო თქვენთვის, დამსაჯეთ დღიურში 2 -იანის დაწერით, ჟურნალში არა!

ამბის გაგრძელებით აღარ დაგღლით, თუ როგორ მივჩქმალე სახლში, ან  რა მეთოდით მოვახერხე მშობლებს არ გაეგოთ, თუმცა იმას კი გეტყვით, რომ ეს იყო უკანასკნელი 11 წლის მანძილზე!

სამაგიეროდ ჩემ ქალიშვილს ვაჟას ყველა ნაწარმოები ლამის ზეპირად ვასწავლე, ყოველ ჯერზე ჩემი შერცხვენის ამბავს ვუამბობდი.

კომენტარები
ტეგები
მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები