ვაჟა კაკაბაძე

დაიბადა 1953 წლის 25 ოქტომბერს, სწავლობდა თბილისის 23–ე საშუალო სკოლაში, დაამთავრა თბილისის მეორე გახანგრძლივებული საშუალო სკოლა. სკოლის დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო თბილისის „რადიო ქარხანაში“; 1976 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი (გეოგრაფია–გეოლოგიის ფაკულტეტი), უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე ჩაერიცხა ასპირანტურაში, საკვლევი თემა: „ცარცული პერიოდის ზღვის ზღარბები“. 1990 წელს ჩაერთო ეროვნულ მოძრაობაში, მაგრამ თბილისში მომხდარი „რუსთაველის ომის“ შემდგომ, ჩამოცილდა ყოველგვარ პარტიულ საქმიანობას და ამჟამადაც არცერთ პარტიაში არ ირიცხება. 2000 წელს დაამთავრა ეკონომიკის ფაქულტეტი და დაიცვა სადოქტორო ეკონომიკაში; არის 83 სამეცნიერო სტატიის, 5 მონოგრაფიის ავტორი და საერთაშორისო კონფერენციების მონაწილე (ანკარა, ბერლინი, ვარშავა, პრაღა, ბუდაპეშტი, რომი). 2017 წელს მისი მეცნიერული სტატია – Competitiveness Management Algorithm, აღიერებულ იქნა მენეჯერულ დარგში, როგორც საუკეთესო ნაშრომი და დაიბეჭდა პოლონეთის ყოველწლიურ კრებულში. ვაჟა კაკაბაძე ასევე მოღვაწეობს ლიტერატურაში – გამოცემული აქვს 5 მხატრული ნაწარმოები; წერს ლექსებს, ხატავს. საკუთარი შესაძლებლობის ფარგლებში ეხმარება სკოლის მოსწავლეებს – ასწავლის ბიზნესის გეგმის შედგენას; სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით აწყობს კონფერენციებს და ამას ახორციელებს უანგაროდ; სკოლის მოსწავლეები კონფერენციაზე გამოიყვანა: თბილისის მთავარ ბიბლიოთეკაში, ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საქართველოს ეროვნულ პარლამენტში, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტში. მუშაობდა: რადიო ქარხანაში, გეოლოგიის სამმართველოში, გაზთი „ნოვაია გაზეტა“, დიდუბის რაიონის გამგეობაში, საქართველოს მინისტრთა კაბინეტში, საქართველოს ეკონომიკის სამინისტროში, სტატისტიკის დეპარტამენტში, მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკის ინსტიტუტში, კითხულობდა ლექციებს: საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საქართველოს პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში, საავიაციო უნივერსიტეტში, ამჟამად ლექციებს კითხულობს ცოდნის აკადემიაში, ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტში და ატარებს ღია ლექციებს სხვადასხვა კერძო და სახელმწიფო უნივერსიტეტში. ამჟამად, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების გარდა, ასევე მოღვაწეობს რუსთავის კერძო სკოლა „მილენიუმში“ და რადიო საქართველოს ხმა, სადაც აქვს საავტორო გადაცემა: განათლება – სწორი აზროვნების საფუძველი. ჰყავს მეუღლე და ორი ქალიშვილი. უყვარს ზღვა და კეთილი ადამიანები.

ჩემი გადაცემა: განათლება – სწორი აზროვნების საფუძველი, ემსახურება საგანმანათლებლო სისტემაში სწორი მიმართულებების განსაზღვრას, დარღვევების გამოვლენას და მისი აღმოფხვრის გზების დაგეგმვას, საგანმანათლებლო სისტემაში მიმდინარე რეფორმების ანალიზს, მეცნიერების დარგში მიღწევების წარმოჩენა და ამ დარგის განვითარების შემაფერხებელი ფაქტორების გამოვლენა და, ასევე, საქართველოს მეცნიერებისა და განათლების, სამინისტროსათვის წინადადებების მიწოდება.