თამარ ზურაშვილი

თამარ ზურაშვილი დაიბადა 1988 წლის 9 სექტემბერს.

2009 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი (ბაკალავრიატი).

2011 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი (მაგისტრატურა).

2018 წელს სწავლობდა და წარმატებით დაამთავრა ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) პიარსკოლა, პიარისა და ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების სასწავლო კურსი.

2011-2012 წლებში სწავლობდა და წარმატებით დაამთავრა იუსტიციის უმაღლესი სკოლის მოსამართლის თანაშემწის სასწავლო კურსი.

2015-2016 წლებში სწავლობდა და წარმატებით დაამთავრა ,,ნიდერლანდების ინსტიტუტი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის“ (NIMD) დემოკრატიის სკოლა.

2015-2016 წლებში სწავლობდა და წარმატებით დაამთავრა ,,საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის“ (GFSIS) სასწავლო კურსი.

2007-2008 წლებში სწავლობდა და წარმატებით დაამთავრა ,,საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ სასწავლო კურსი.

2008 წელს იყო პრეზიდენტის სახელმწიფო სტიპენდიანტი.

2008 წელს იგი იყო ახალგაზრდული პარლამენტის თავმჯდომარე.თამარს აქვს როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში მუშაობის 7 წლიანი გამოცდილება. კერძოდ, 2017 წლიდან არის საადვოკატო ბიუროს – ,,T&M Consulting” ადვოკატი.

2016 წლიდან იგი არის სამართლისა და პოლიტიკის სკოლის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი.

2013-2014 წლებში იგი მუშაობდა იუსტიციის სამინისტროს სსიპ იუსტიციის სახლის შიდა აუდიტის სამსახურში აუდიტის პოზიციაზე.

2011-2012 წლებში მუშაობდა კერძო სააღსრულებო ბიუროში იურისტად.

2010-2011 წლებში მუშაობდა იუსტიციის სამინისტროს სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროში როგორც აღმასრულებლის, ისე რეგიონული ზედამხვედელობის სამსახურის მრჩევლის პოზიციებზე.

2011 წლიდან არის ადვოკატთა ასოციაციის წევრი საერთო სპეციალიზაციით და ეწევა საადვოკატო საქმიანობას.

2008-2010 წლებში გავლილი აქვს სტაჟირება აღსრულების ეროვნულ ბიუროში, თბილისის სააპელაციო სასამართლოსა და საქართველოს უზენაეს სასამართლოში.

თამარს ჩაბარებული აქვს საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის, კერძო აღმასრულებლისა და ადვოკატის საკვალიფიკაციო გამოცდები.

2013-2014 წლებში იგი იყო მონაწილე პროექტისა ,,აქტიური და კვალიფიციური ახალგზრდობა ადგილობრივი დემოკრატიისათვის საქართველოში”, რომლის ფარლებშიც შეისწავლა ადგილობრივი თვიმმართველობის საქმიანობა საფრანგეთში, მოლდოვასა და ჩეხეთში.

2018 წლის თებერვლიდან არის რადიო ,,საქართველოს ხმის“ საავტორო გადაცემის –  ,,იცოდე კანონი“ თანაავტორი და თანაწამყვანი;

თამარს გავლილი აქვს არაერთი ტრენინგი ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: ეფექტური მომსახურება და კომუნიკაცია, ადვოკატის უნარ-ჩვევები და პროფესიული ეთიკა, სასამართლო ექსპერტიზა, ნაფიც-მსაჯულთა ინსტიტუტი, ადვოკატთა პროფესიული ეთიკა, სტრატეგიული დაგეგმარება, კომუნიკაცია და პიარი, საჯარო გამოსვლები და დებატების უნარ-ჩვევები, აკადემიური წერა, მედიასთან ურთიერთობა, არჩევნები, და სხვა.

თამარს ჩატარებული აქვს არაერთი ტრენინგი ისეთ თემებზე, როგორიცაა: კონსტიტუციური სამართალი, ადმინისტრაციული სამართალი, შრომის სამართალი, სააღსრულებო სამართალი, პროექტის მენეჯმენტი, ტრენერთა ტრენინგი და სხვა.
თამარი არის ავტორი ნაშრომისა ,,საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საერთო სასამართლოების გადაწყვეტილებების კონსტიტუციურობის შემოწმება“.

ფლობს ქართულ და ინგლისურ ენებს.