მაია კაკაბაძე

მხატვარი (ანიმაციის დამდგმელი მხატვარი)
2000 წელს ჩააბარა ქ.თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში კერამიკის ფაკულტეტზე ხოლო 2004 წლიდან სწავლა განაგრძო მულტიპლიკაციის ფაკულტეტზე (2004/2007წწ)
სტუდენტობის პერიოდში აქტიურად მონაწილეობდა სტუდენტურ გამოფენებში,
2011 წელს სამების ტაძრის საგამოფენო სივრცეში შედგა მისი პირველი პერსონალური გამოფენა.
მას შემდეგ მხატვარი აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა გამოფენა ფესტივალებზე.
მისი მთავარი შემოქმედებითი ამოცანა ტილოზე ასახული ემოციის მნახველამდე მეტყველად მიტანაა, ეს ამოცანა დაისახა მან გადაცემა „კონსტრუქციაზე“ მუშაობისასაც. მაია კაკაბაძის მიზანია ხელოვნების ნებისმიერი სფეროს განვითარების გზის,პრობლემების და პერსპექტივების, ასევე ახალი მიმართულებების გაშუქება,მათ სიღრმეებამდე წვდომა და გადაჭრის ხერხების ძიება.
იგი ცდილობს ხედვის ახალი კონსტრუქცია მსმენელამდე მიიტანოს, მიაგნოს იმ ხიდებს რომელიც ხელოვნების სფეროებს ნებისმიერი ჩვენგანის გულებთან აერთებს და ამ გზით ხელოვნება ყველა თაობისთვის უფრო გასაგები და ახლობელი გახადოს.
იგი თვლის რომ ხელოვანი ყველა ადამიანში ზის, და საჭიროა მხოლოდ ; მიქელანჯელო ბუონაროტისა არ იყოს : „იმ ზედმეტი მარმარილოს შემოცლა რომელიც ქანდაკებას ფარავს“.