ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოება

ბუნებრივი აირით გარდაცვალების გახშირებული ფაქტები – მმართველმა გუნდმა შესაძლოა, რეგულაციების გამკაცრებაზე მუშაობა დაიწყოს

თბილისში ბუნებრივი აირისა და CO-ს გაჟონვის შედეგად გამოწვეული ტრაგედიები – პარლამენტმა შესაძლოა, უახლოეს დღეებში ადმინისტრაციულ კოდექსში რეგულაციების გამკაცრებაზე მუშაობა დაიწყოს.

საპარლამენტო უმრავლესობა ამ ეტაპზე მთავრობის აქტიურობას ელოდება, რის შემდეგაც ისინი საკითხის განხილვას დაიწყებენ.

„პარლამენტი მზად არის განიხილოს ნებისმიერი საკითხი,რომელიც წაადგება იმ საკითხს, რასაც ჰქვია ადამიანების უსაფრთხობა,. რაც იქნება მთავრობისგან წარმოდგენილი და ჩვენ დავრწმუნდებით,რომ ეს არის ნაბიჯი რომელიც უზრუნველყოფს უსაფრთხოებას, პარლამენტი მზად არის, ნებისმიერი რეგულაცია მიიღოს და აქციოს ის კანონად,“-ამბობს ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი ლევან გოგიჩაიშვილი.

ოპოზიცია კი კანონში ახალი ცვლილებების შეტანას, სკეპტიკურად უყურებს და ხელისუფლებას პასუხისმგებლობის გამოჩენაზე მიუთითებს.

„ხელისუფლებას მოუწევს უფრო პასუხისმგებლიანად მოიქცეს და იფიქროს მატ შორის არამარტო რეგულაციაზე არამედ პრევენციულ ზომებზე. ჩვენ შვიდი ადამიანი დავკარგეთ იმიტომ რომ კონკრეტული კომპანიის თანამშრომელმა ერთი წლის განმავლობაში ვერ აღმოაჩინა კუსტარულად დამზადებული წყლის გამაცხელებელი“- განაცხადა საკრებულოს დეპუტატმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ ლევან ხაბეიშვილმა.

ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ რეგულაციები დღესაც არსებობს, თუმცა მთავარი პრობლემა მათი შესრულებაა და არა არარსებობა.

„არსებული ათი რეგულაცია რომ არ სრულდება,ამას მეორე ათ რეგულაციას თუ დავამატებთ ეს მოხსნის პრობლემას? რეგულაციები არსებობს, პასუხისმგებელი პირი უნდა გამოვლინდეს და დაეკისროს პასუხისმგებლობა,“-აცხადებს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ოთარ კახიძე.

ქეთევან წამებულის ქუჩაზე გაზის ნამწვით მოწამვლის შედეგად გუშინ 7 მამაკაცი გარდაიცვალა. ისინი თბილისში რაიონებიდან იყვენენ ჩამოსული და მშენებლობაზე მუშაობდნენ. ბინა,რომელშიც CO-ს გაჟონვა მოხდა მათ ერთი თვის წინ იქირავეს.

ტეგები
მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები