ახალი ამბებიმსოფლიო

ბუდაბეშტში, დუნაიზე ტურისტული კატარღები ერთმანეთს შეეჯახა

ბუდაპეშტში უბედური შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. უნგერეთის მედიის ცნობით, ორგემბანიანი, 45 ადგილიანი კატარღა “ქალთევზა” ბუდაპეშტის პარლამებტის წინ იყო გაჩერებული. მასზე 32მგზავრი და ეკიპაჟის 2 წევრი იმყოფებოდა. ტურისტების უმრავლესობა კორეის მოქალაქეები იყვნენ. გაჩერებულ კატორღას მეორე ტურისტული კატარღა შეეჯახა. ინციდენტის შედეგად “ქალთევზა” მდინარეში ამოყირავდა. მაშველებმა 19 ადამიანი ამოიყვანეს წყლიდან, მათ შორის 7კორეელი ტურისტი გარდაცვლილია. 13 ადამიანზე მეტი დაკარგულად ითვლება. სამძებრო სამუშაოებს ართულებს ქარის სიძლიერე, წვიმების შედეგად წყლის დონე და მიმართულების სიჩქარე მომატებულია. აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, ვარაუდობენ, რომ დაკარგული ადამიანები გადარჩენის შანსები მცირდება.

მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები