ახალი ამბებიმსოფლიო

ბრიტანელი კომიკოსი წარმოდგენის დროს სცენაზე გარდაიცვალა

ბრიტანელი კომიკოსი იან კოგნიტო წარმოდგენის დროს სცენაზე გარდაიცვალა. ამის შესახებ BBC წერს.

შოუს მაყურებლების თქმით, კოგნიტომ გარდაცვალებამდე 10 წუთით ადრე იხუმრა, რომ შეიძლება გულის შეტევა დაემართოს.

„წარმოიდგინეთ, ახლა რომ გულის შეტევა დამემართოს და როცა გავიღვიძებ, უელსურად ლაპარაკი დავიწყო”-იხუმრა კომიკოსმა.

ამ სიტყვებიდან რამდენიმე წუთში 60 წლის მსახიობი ცუდად გახდა, თუმცა მაყურებლებს ეს შოუს ნაწილი ეგონათ.

საბოლოოდ, სასწრაფო დახმარება გამოიძახეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები