ახალი ამბები

ბორჯომის ხეობაში ხანძარი ლოკალიზებულია

ბორჯომის ხეობაში,ტყის მასივში ორივე კერა ლოკალიზებულია. ხანძრის ქრობის პროცესში თბილისის, ბორჯომის, ახალციხის, აპინძისა და ადიგენის სახანძრო-სამაშველო განყოფილების მეხანძრე-მაშველები და სამცხე-ჯავახეთის ეროვნული სატყევო სააგენტოს მეტყევეები იყვნენ ჩართულები ასევე საგანგებო სიტვაციების სამსახურის ინფორმაციით, ხანძრის ქრობის პროცესში ჩართული იყო სასაზღვრო პოლიციის ვერტფრენი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით გამოძიება საქართველოს სსკ-ს 187-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” პუნქტით დაიწყო რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას გულოსხმობს. დანაშაული 3 დან 5 წლამდე ითვალისწინებს.

მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები