ახალი ამბებიმსოფლიოპოლიტიკა

“ბორდერიზაცია” არა მარტო აუარესებს ისედაც საშინელ ჰუმანიტარულ სიტუაციას, არამედ სერიოზულ საფრთხეს უქმნის უსაფრთხოებასა და სტაბილურობას”- პოლონეთის საგარეო უწყება გუგუტიანთკარზე

გუგუტიანთკარში ე.წ. ბორდერიზაციის პროცესს დასავლეთის ქვეყნები ეხმაურებიან. განცხადება პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოფიციალურ ვებგვერდზე გაავრცელა:

„პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინიტრო გამოხატავს შეშფოთებას რუსეთის მიერ მხარდაჭერილი ცხინვალის დეფაქტო ხელისუფლების მიერ სოფელ გუგუტიანთკარში ხელოვნური ბარიერების აღმართვის განახლების გამო.

„ბორდერიზაციის“ პროცესი, რომელიც 2011 წლიდან პროგრესირებს სერიოზულად აისახება საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ მცხოვრე მოსახლეობაზე. ეს იწვევს ადამიანებისა და საქონლის გადააგილების კიდევ უფრო შეზღუდვას. სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ განხორციელებული კიდევ ერთი უკანონი ქმედება, რომელიც არა მარტო აუარესებს ისედაც საშინელ ჰუმანიტარულ სიტუაციას, არამედ სერიოზულ საფრთხეს უქმნის უსაფრთოებასა და სტაბილურობას.

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდეს რუსეთის ფედერაციას დაუყოვნებლივ შეწყვიტოს უკანონო ქმედებები საქართველოს წინააღმდეგ და შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით 2008 წლის შეთანხმებით აღებული ვალდებულებები, მათ შორის გაიყვანოს თავისი ძალები კონფლიქტამდელ პოზიციებზე, გაიწვიოს სამხრეთ ოსეთი/ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარება და მოახდინოს ამ რეგიონებში ჰუმანიტარული დახმარებების შეუზღუდავი დაშვება.“- ნათქვამია უწყების განცხადებაში.

წყარო

ტეგები
მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები