ბლიც-ინტერვიუ

ბლიც-ინტერვიუ დავით ნემსაძესთან მაღიზიანებს აკრძალული ილეთის გამოყენება…

შეიარაღებული ძალების თადარიგის ოფიცერი, 2008 წლის ომის მონაწილე დავით ნემსაძე წარმოშვებით ქ.ქუთაისიდანაა, ბავშვობა წყალტუბოს რაიონ სოფელ – გვიშტიბში გაატარა. FM 109 რადიო ,,საქართველოს ხმა”- მიჰყავს საავტორო გადაცემა ,,აკვარიუმი” რომელიც თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებს ეხება. დავით ნემსაძე ცნობილია მისი სამოქალაქო პოზიციებით.

მაღიზიანებს -აკრძალული ილეთის გამოყენება..

ვგრძნობ – საფრთხეს.

მეშინია – საკუთარი მოვალეობების არ შესრულების.

ვიცი – რომ ოდესღაც მოვკვდები.

არ ვიცი – ის რაც არ ვიცი.

შემიძლია – დახმარება, ერთგულება,სიყვარული.

არ შემიძლია – მეხოტბეობა.

ვმეგობრობ – უბრალო ხალხთან.

ვაპატიებ – რისი პატიებაც შესაძლებელია.

ვტირი – როცა ცრემლი თავისით მოდის.

ვიცინი – უფრო ვიღიმი.

ვეძებ – სიმართლეს.

ვჩხუბობ – უფრო ვბრძოლობ.

ვკარგავ – ენერგიას.

მშურს – არასოდეს.

ვემალები – არაფერს.

ვემტერები – ყოველივე ანტისახელმწიფოებრივს.

მაინტერესებს – ადამიანები.

არ მაინტერესებს – არაადამიანები.

მახსოვს – ბავშვობა,ტვირთი, ნატკენი ხელები, ლიანდაგები…

მრცხვენია – სხვის მაგივრად.

უარვყოფ – კერპებს.

ვავადმყოფობ – იშვიათად;

ვმალავ – საკუთარ შესაძლებლობებს.

ვინახავ – ძველ საათს და სპილოს ძვლის ტარიან დანას.

მწამს – რომ გვირაბის ბოლოს სინათლეა.

მიკვირს – იშვიათად.

მიხარია – ყველაფერი ცუდის გარდა.

ვდარდობ – მშიერ ბავშვებზე…

ვამაყობ – იმით, რასაც ჩემი შრომით მივაღწიე.

ვაკეთებ – ხარისხიანად.

ვეფერები – ქალებს, ბავშვებს და ცხოველებს.

მსიამოვნებს – ის რაც არ მაღიზიანებს.

მესიზმრება – ის ვინც სულით ძლიერებს ეხმარება.

ვეხმარები – ვისი დახმარებაც შემიძლია.

ვეწევი – აღარ ვეწევი, ამ სენსაც ვძლიე .

მწყინს – უმადურობა.

ვხარჯავ – დროს.

ვღალატობ – მხოლოდ საკუთარ ემოციებს.

ვკამათობ – ჭეშმარიტების ძიებაში.

ვუხეშობ – სიტყვით.

ვუსმენ – ბევრს.

ვაზროვნებ- ჩემით.

ვყოყმანობ – სხვისი საფრთხის გამო.

ვკითხულობ – ბევრს.

ვამზადებ – ,,ბომბებს” და ჭერში ვაწყობ ვინც მაბრაზებს თავში ჩავცხებ (კომბლე)…

ვუყურებ – ფოთოლცვენას

ვნადირობ- ,,მოჩვენებებზე”

ვცხოვრობ – უფრო ვარსებობ.

ვყვირი – უკვე აღარ.

ვმღერი -უფრო ვღიღინებ.

დავდივარ – ფეხით.

ვერიდები – ჩხუბს

ჩხუბის დროს – სხვები მერიდებიან

ვეთაყვანები – მხოლოდ ღმერთს.

მიყვარს – სიმართლე

ვოცნებობ – არვიტყვი.

ვფიქრობ- ბევრს.

მძულს – ძალაუფლებით შეპყრობილები.

ვნანობ – გამოუყენებელ შესაძლებლობას.

კმაყოფილი ვარ – მიზნის მიღწევით.

მენატრება – დღუპული მეგობრები.

მსურს – სიმშვიდე.

ვაგროვებ – ხის და ქვის ფიგურებს.

ვიხდი- ზოგჯერ ტანსაცმლით მძინავს.

ვეჭვიანობ – ამ გრძნობას გულში არ უშვებ.

„ვკაიფობ“ – არ ვკაიფობ.

ესაუბრა მარი ნიკოლოზაშვილი

კომენტარები
ტეგები
მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები