ახალი ამბები

ბიზნესმენები ბიზნესზე ზეწოლის ფაქტებს უარყოფენ

ბიზნესმენები დღეს საქართველოს პრემიერმინისტრს, მამუკა ბახტაძეს შეხვდნენ ამ სფეროში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრეს.

ბახტაძესთან შეხვედრის შემდეგ ბიზნესსექტორის წარმომადგენლებმა მედიასთან კომენტარი გააკეთეს. მათი განცხადებით, პრობლემები ყოველთვის იქნება, მაგრამ ბიზნესზე ზეწოლის ფაქტების შესახებ კულუარულადაც არ სმენიათ.

„პრობლემები ყოველთვის იქნება, მაგრამ ზეწოლას და შევიწროებას ვერ ვხედავთ“, – განაცახდა „ვისოლ ჯგუფის“ ხელმძღვანელმა სოსო ფხაკაძემ განაცხდა.

საქართველოს ბიზნესასოციაციის პრეზიდენტის, გიორგი ჭირაქაძის განცხადებით, ბიზნესსა და ხელისუფლებას შორის თანამშრომლობა აუცილებელი და მნიშვნელოვანია, რათა მიმდინარე და არსებული პრობლემები მოგვარდეს.

მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები