ახალი ამბებიპოლიტიკა

ბიზნესმენ გია უდესიანის დის ავტომობილზე იარაღი შემოდეს – ოჯახი ფსიქოლოგიურ ზეწოლაზე საუბრობს

ბიზნესმენ გია უდესიანის დის ავტომობილზე იარაღი შემოდეს.
გია უდესიანის და ყვება, რომ ვერიდან მიდიოდა ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, სახლში უნდა წაეღო ნივთები, როდესაც მან მანქანა გააჩერა კორპუსთან იარაღი ვერ შეამჩნია. დაახლოებით ერთი საათის შემდეგ, როცა იგი მანქანასთან დაბრუნდა და საბარგული გააღო, იარაღი გადმოვარდა. ელზა უდესიანი მომხდარს პოლიტიკურ ზეწოლად აფასებს.
“უკანა საბარგული რომ არ გამოგვეღო ამ იარაღს ვერანაირად ვერ შევნიშნავდი. იმიტომ რომ საბარგულის გაღების დროს ჩამოვარდა. ეს არის ფსიქოლოგიური ტერორი. მე არ ვიცი რა ხდება ჩვენ თავს. გასაგებია გია უდესიანის და ვარ, მისი დობის გამო გამათავისუფლეს სამსახურიდან რამდენიმე წლის წინ და მის გამო ვიდევნებით ჩვენ” – აცხადებს ნატო უდესიანი.

ადვოკატი ბექა ბასილაია აცხადებს, რომ უდესიანის ოჯახის მიმართ მიმდინარეობს ზეწოლა და შევიწროვება.
“უდესიანის ოჯახის მიმართ მიმდინარეობს ზეწოლა და შევიწროვება და ამის სასამართლოთი დამტკიცებული ფაქტები ქვაქვს. გიორგი უდესიანმა მიიღო მუქარის მესიჯები, მიიღო მის სიძესთან დაკავშირებული მესიჯები, რაც აღასრულა პროკურატურამ. ჩვენ ორი კვირის წინ მოვისმინეთ მთავარი პროკურორის მოადგილის განცხადება, რომელმაც თქვა, რომ უდესიანი ჩადიოდა დანაშაულებს, მან ისეთი რაღაც თქვა, რომ ბრალდებაც კი არ არის წარდგენილი. ამის შემდგომ ხდება მისი დის მანქანაზე იარაღის შემოდება” – აცხადებს ბექა ბასილაია.

წყარო

კომენტარები
მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები

ასევე იხილეთ

Close