ახალი ამბებიპოლიტიკა

„ბიძინა ივანიშვილს ვურჩევდი, ნერვები დაიწყნაროს“

ბიძინა ივანიშვილს ვურჩევდი, ნერვები დაიწყნაროს, – ასე ეხმიანება ექსპერტი გია ხუხაშვილი „ფორტუნასთან“ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ მის შესახებ დღეს გაკეთებულ განცხადებებს.

„საკუთარ თავზე მაღალი აზრის არ ვარ, ჩემს უნიჭობაზე რომ შეფასება გავაკეთო, რაც შეეხება მის ნალაპარეკებს, პირველ რიგში გეტყვით იმას, რომ „ნაციონალები“ და გულისამრევები თავის გარემოცვაში მოიკითხოს სჯობია, თუ უნდა, რომ ამ ქვეყანას რაღაც ეშველოს“, – აცხადებს გია ხუხაშვილი.

მისივე თქმით, გიორგი მარგველაშვილთან მეგობრობდა და დღესაც მისი მეგობარია, ამიტომ აბსურდია იმაზე საუბარი, რომ მის ალტერნატივად ნინო ბურჯანაძის კანდიდატურა შესთავაზა. კითხვაზე, ამიტომ ხომ არ არის განაწყენებული მასზე, გია ხუხაშვილი პასუხობს, რომ ბიძინა ივანიშვილს ნერვების დაწყნარებას ურჩევს.

„ის, რომ ბურჯანაძეს მარგველაშვილის ალტერნატივად განვიხილავდი, ამაზე უბრალოდ კომენტარის გაკეთებაც შეუძლებელია. ფაქტია, რომ ის გაბრაზებულია და ვურჩევდი ნერვები დაიწყნაროს. გაბრაზებულია მას მერე, რაც ვთქვი, რომ დაკარგა ლიდერის ფუნქცია, ამ დღეებში გავაკეთე ეს განცხადებები და ეს მისთვის მტკივნეული აღმოჩნდა“, – აღნიშნავს გია ხუხაშვილი..

წყარო

კომენტარები
ტეგები
მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები