ახალი ამბებიპოლიტიკა

ბიძინა ივანიშვილის კამერის დაზიანება – აჭარის საკრებულოს ოპოზიციონერ წევრს პოლიციაში ბრალი წაუყენეს

აჭარის საკრებულოს ოპოზიციონერი წევრმა ელგუჯა ბაგრატიონმა ოზურგეთის პოლიციის შენობა უკვე დატოვა, სადაც მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლით წაუყენეს, რაც გაუცნობიერებლად, სხვისი ქონების დაზიანებას გულისხმობს და სასჯელის სახით, ფულად ჯარიმას ითვალისწინებს.

ბაგრატიონს გამოძიებამ გააცნო ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ ივანიშვილის ოჯახის კუთვნილი ვიდეოთვალის დაზიანებისთვის მას 600 ლარის გადახდა მოუწევს.

გამოძიებამ მუხლი დღეს მოულოდნელად შეცვალა, აქამდე მას 187-ე მუხლის დარღვევას ედავებოდნენ, რაც ერთიდან სამ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ელგუჯა ბაგრატიონის სასამართლო უახლოეს ხანებში გაიმართება.

ოზურგეთის პოლიციის შენობიდან ბაგრატიონმა და მისმა მხარდამჭერებმა შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან, აქციაზე გადაინაცვლეს.

“ცალკეული შემთხვევები, როდესაც რაღაც მიზეზების გამო ივანიშვილის რეჟიმი შეეცდება რაღაცით დააშინოს ჩვენი წევრები, ამას ჩვენთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ჯარიმას დაგვიწესებენ, ციხეში ჩაგვსვამენ, ამა თუ იმ სასჯელს მოგვისჯიან სხვადასხვა დროის განმავლობაში პატიმრობასთან დაკავშირებით, თუ სხვა ღონისძიებებს გაატარებენ, ამას აღარანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ამ რეჟიმმა თავისი თავი მოჭამა,“ – განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრმა, გიორგი ბარამიძემ.

წყარო

მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები