ახალი ამბებიპოლიტიკა

ბესელიასნაირი პოლიტიკოსები დიქტატორული მეთოდებით ებრძვიან სასამართლოს დამოუკიდებლობას

სამარცხვინო და ყოვლად დაუშვებელია, როდესაც საკანონდებლო ორგანოს წარმომადგენელი დიქტატორული მეთოდებით ებრძვის საკუთარ ქვეყანას – ეს განცხადება სერგო მეთოფიშვილმა ეკა ბესელიას შესახებ გააკეთა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი დეპუტატს ღიად უპირისპირდება და მას სამარცხვინო და უპასუხისმგებლო განცხადებების გაკეთებაში ადანაშაულებს.

„სამარცხვინოა და ყოვლად დაუშვებელია, როდესაც საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენელი (ვგულისხმობ ბესელიასნაირ პოლიტიკოსებს), დიქტატორული მეთოდებით ებრძვიან საკუთარი ქვეყნის სასამართლო სისტემის, ანუ სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობას.

უბრალოდ წარმოიდგინეთ ბესელიამ და მისნაირმა პოლიტიკოსებმა ბოლო დღეებში მიზანმიმართულად გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადებებით როგორი უზარმაზარი ზიანი მიაყენეს საკუთარი ქვეყნის სასამართლო ხელისუფლების, ანუ საკუთარი ქვეყნის მესამე ხელისუფლების რეპუტაციას.

ვეკითხები საზოგადოებას – რა არის ეს, თუ არა სამარცხვინო უპასუხისმგებლობა მათი მხრიდან?“- ნათქვამია მეთოფიშვილის განცხადებაში.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრი ეკა ბესელიას აკრიტიკებს. გასულ კვირას მეთოფიშვილმა განაცხადა, რომ ეკა ბესელია და მისი გუნდის წევრები სასამართლოს საქმეებში ერევიან და უზენაეს სასამართლოში გასამწესებელ მოსამართლეთა სიის დაწუნება იმის დასტურია, რომ ბესელიას სასამართლოს “ჯიბეში ჩასმა” და სასამართლოში მისთვის სასურველი მოსამართლეების დამტკიცება სურს.

ტეგები
მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები