ახალი ამბები

ბერლინთან სიახლოვეს ორი ავიაგამანადგურებელი ერთმანეთს დაეჯახა

საჰაერო ძალების განცხადებით, გერმანიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში ორი საბრძოლო თვითმფრინავი შეეჯახა. მფრინავებმა კატაპულტირება მოასწრეს. ერთ-ერთი მათგანი ცოცხალი იპოვეს. მეორე მფრინავის ძებნა გრძელდება. ორი გამანადგურებელი „ევროფაიტერი“ სასწავლო ფრენას ასრულებდა.
ლოკალური რადიოსადგურ „Ostseewelle“ იტყობინება, რომ ორი თვითმფრინავი ერთმანეთს დაეჯახა ადგილობრივი დროით 2 საათზე, მუერიცის ტბის სიახლოვეს, ბერლინიდან ჩრდილოეთით, 100 კილომეტრში.

მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები