ახალი ამბებიპოლიტიკა

ბათუმში მასშტაბური საპროტესტო აქცია დასრულდა – აქციები ახალი წლიდან გაგრძელდება

ერთად, ერთის წინააღმდეგ – ბათუმში, გაერთიანებული ოპოზიციის მასშტაბური აქცია დასრულდა.

აქციის მონაწილეებმა მსვლელობა 6 მაისის პარკიდან დაიწყეს და ვარდების მოედანზე, ბათუმის მერიასთან დაასრულეს.

მოქალაქეებს სიტყვით სხვადასხვა პოლიტიკური პარტიები ლიდერებმა მიმართეს.

მათი თქმით, მთავარი მოთხოვნაა 2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარება.

აქციის დასრულებისას გიორგი ვაშაძე დააანონსა, რომ მასშტაბური საპროტესტო აქციები იანვრიდან გაგრძელდება და არ დასრულდება, ვიდრე მათი მოთხოვნა არ შესრულდება.

წყარო

კომენტარები
მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები

ასევე იხილეთ

Close